საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის #3/181 ბრძანების დანართი #1-ში და #2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის #3/181 ბრძანების დანართი #1-ში და #2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110606029, 07/06/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
3/99
04/05/2011
ვებგვერდი, 110606029, 07/06/2011
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის #3/181 ბრძანების დანართი #1-ში და #2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება 3/99

2011 წლის 4 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართ №1-ში და №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად,

ვბრძანებ:

1. ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართ №1-ში და №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დანართ №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 823, ნაცვლად „კერესელიძე ივანეს ქ. №5”-ისა, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „კერესელიძე ივანეს ქ. №3”, ასევე ამავე ბრძანების დანართ №2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №010207082-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: „კერესელიძე ივანეს ქ. №5” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „კერესელიძე ივანეს ქ. №3” და ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად;

ბ) დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი          დ. ცხადაძე

                          

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

823.

კერესელიძის /ივანე/ ქუჩა 3

 

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო

ბარათი № 010207082

1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი

2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, კერესელიძე ივანეს ქუჩა 3

3. სახეობა – არქიტექტურის

4. თარიღი –  მე-20 საუკუნის დასაწყისი