საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №79„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტების საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №79„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტების საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 26/02/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 200220010.11.17.006377
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
79
25/02/2004
სსმ, 21, 26/02/2004
200220010.11.17.006377
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №79„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტების საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/02/2004 - 31/10/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.11.117.006.177

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება 79

2004 წლის 20 თებერვალი

 ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტების საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტების საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები”.

2. ამ ბრძანების მიზნებისათვის საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა სპეციალურ განათლებად განისაზღვროს საბაჟო საქმის მენეჯერი.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტების საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები

    მუხლი 1. რეგიონალური საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური ან სპეციალური განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება ან საბაჟო ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და საბაჟო ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.

2. დამატებითი მოთხოვნები:

ა) საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;

ბ) პირადი შემადგენლობის მართვის პრინციპების, შრომის კანონმდებლობისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სრულყოფილი ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა;

დ) სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობა.

    მუხლი 2. რეგიონალური საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილე

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური ან სპეციალური განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება ან საბაჟო ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და საბაჟო ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.

2. დამატებითი მოთხოვნები:

ა) საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;

ბ) პირადი შემადგენლობის მართვის პრინციპების, შრომის კანონმდებლობისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სრულყოფილი ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა;

დ) სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობა.

    მუხლი 3. მთავარი ინსპექტორი

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური ან სპეციალური განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან საბაჟო ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და საბაჟო ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

2. დამატებითი მოთხოვნები:

ა) საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;

ბ) პირადი შემადგენლობის მართვის პრინციპების ცოდნა;

გ) უცხო ენის ცოდნა;

დ) კომპიუტერთან მუშაობა მომხმარებლის დონეზე;

ე) სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობა.

    მუხლი 4. უფროსი ინსპექტორი

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური ან სპეციალური განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

2. დამატებითი მოთხოვნები:

ა) საბაჟო კონტროლისა და გაფორმების წესებისა და პროცედურების სრულყოფილი ცოდნა;

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცესუალური კანონმდებლობის ცოდნა;

გ) საქონლის წარმოშობის და საბაჟო ღირებულების დადგენის წესების სრულყოფილი ცოდნა;

დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის გამოყენება;

ე) საბაჟო დეკლარაციებისა და შსტ ფორმების შევსებისა და გაფორმების წესების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) კომპიუტერთან მუშაობა მომხმარებლის დონეზე;

ზ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;

თ) სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობა.

    მუხლი 5. ინსპექტორი

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური ან სპეციალური განათლება.

2. დამატებითი მოთხოვნები:

ა) საბაჟო კონტროლის განხორციელების წესებისა და პროცედურების სრულყოფილი ცოდნა;

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცესუალური კანონმდებლობის ცოდნა;

გ) პირადი უსაფრთხოების ზომების დაცვა და გამოყენება;

დ) თავდაცვის ზომების გამოყენება;

ე) უცხო ენის ცოდნა;

ვ) კომპიუტერთან მუშაობა მომხმარებლის დონეზე;

ზ) სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობა;

    მუხლი 6. ინსპექტორი (მოლარე)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ან საშუალო ეკონომიკური სპეციალური განათლება;

ბ) სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;