დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 321 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110606005, 08/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016199 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 321
2011 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. გაფორმების ადგილები
1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთისთვის“:
ა.ა) ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია;
ა.ბ) ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.გ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ა.დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისისთვის“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;
გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმისთვის“:
გ.ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ;
გ.ბ) ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ) გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოსათვის:
დ.ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;
დ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილებისათვის:
დ.ბ.ა) ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4;
დ.ბ.ბ) საქართველოს ეკონომიკური საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);
დ.ბ.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.გ) თელავის განყოფილებისათვის:
დ.გ.ა) ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;
დ.გ.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.დ) ახალციხის განყოფილებისათვის:
დ.დ.ა) პორტალი „ვალეს“ ტერიტორია;
დ.დ.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.ე) ქუთაისის განყოფილებისათვის:
დ.ე.ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5;
დ.ე.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);
დ.ვ) რუსთავის განყოფილებისათვის:
დ.ვ.ა) ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38;
დ.ვ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის).
2. თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;
ბ) ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.
3. პორტალში გაფორმებას ექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ:
ა) საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე, გარდა პორტალებისა „სამთაწყარო”, „ახკერპი” და „მტკვარი”, იმპორტის სასაქონლო ოპერაციით გადაადგილებული 3 000 ლარზე, ხოლო საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას – 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელი;
ბ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც დადგენილი წესის შესაბამისად დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით.
4. ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში გაფორმებას ექვემდებარება იმპორტის შემთხვევაში 1500 ლარზე და ექსპორტის შემთხვევაში 3000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი.
5. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთისა და 20 ლიტრი ბენზინის გაფორმება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ გაფორმების ადგილზე.
6. „ოქროს სიის“ მონაწილეების მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილებია:
ა) ქ. თბილისი, გია გულუას ქ. №4;
ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი”);
გ) ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი”);
დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”);
ე) ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. №5.
7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება პორტალში.
8. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლით, დაიშვება დაინტერესებული პირის ხარჯით და საგადასახადო ორგანოს თანხმობით.
9. სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების განხორციელების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები