საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №54/ა „საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ

  • Word
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №54/ა „საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54/ა
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 23/12/2003
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 26/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 310020000.11.115.006257
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
54/ა
23/12/2003
სსმ, 149, 26/12/2003
310020000.11.115.006257
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №54/ა „საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ
საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2003 - 30/07/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.11.115.006.257

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

ბრძანება 54/ა

2003 წელი 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ფიქსირებული ფასების (ტარიფების) დადგენის შესახებ

“ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, “ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვარნა-ფოთი/ბათუმი-ილიჩოვსკის ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ” 1999 წლის 17 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებისა და “საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მეოთხე სხდომის გადაწყვეტილებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №1048 განკარგულების შესრულების მიზნით, ასევე ტრასეკა-ს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთნაკადების შემდგომი ზრდისა და საქართველოს ნავსადგურებში გემების სახაზო მიმოსვლის სტიმულირების მიზნით პირდაპირი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის, ვბრძანებ:

1. საქართველოს ნავსადგურებში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის, ნაოსნობის რეჟიმისა და მათი გემების რომელიმე განსაზღვრული ჯგუფისადმი შესაბამისობის მიუხედავად, დადგინდეს სანავსადგურო მომსახურების ერთიანი კომპლექსური ფიქსირებული ფასი (ტარიფი) ყოველ გემთშემოსვლაზე 2 530 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მდგენელებია ბუქსირით მომსახურების, გემის მიბმის, სალოცმანო გაცილების, ნაოსნობის მართვის და სახელმწიფო საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ტარიფები.

2. პირველ პუნქტში მოცემული ფიქსირებული ტარიფის მდგენელები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ბუქსირით მომსახურების ტარიფი – ყოველ გემთშემოსვლაზე – 1 800 აშშ დოლარი;

ბ) გემის მიბმის ტარიფი – ყოველ გემთშემოსვლაზე – 50 აშშ დოლარი;

გ) სალოცმანო გაცილების ტარიფი – ყოველ გემთშემოსვლაზე – 500 აშშ დოლარი;

დ) ნაოსნობის მართვის ტარიფი – ყოველ გემთშემოსვლაზე – 120 აშშ დოლარი;

ე) სახელმწიფო საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ტარიფი – ყოველ გემთშემოსვლაზე – 60 აშშ დოლარი;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ცინცაძე