დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1596 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/09/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 30/09/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.030.06.001.000.419 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
"4. პარლამენტში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტს უფლება აქვს დაესწროს პარლამენტის სხდომებს სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის განკუთვნილ ადგილებზე", ხოლო მე-4-7 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5-8 პუნქტებად.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. კობახიძე
თბილისი,
1998 წლის 30 სექტემბერი.
№1596 – Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები