დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ლიბერთი ბანკი" |
| მიღების თარიღი | 03/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110603021, 03/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ
სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში – „ბანკი”) აქციონერთა საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2011 წლის 24 ივნისს, 9:00 საათზე. ბანკის აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:
1. ბანკის 2010 წლის კონსოლიდირებული აუდირებული ფინანსური შედეგების დამტკიცების შესახებ.
2011 წლის 24 ივნისის აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით ბანკის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით:
1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ აუდირებული ბანკის 2010 წლის კონსოლიდირებული ფინანსური შედეგები.
ბანკის აქციონერთა საერთო კრება გაიმართება სს „ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: ლიბერთი თაუერი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74, 0162, თბილისი, საქართველო.
აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2011 წლის 24 ივნისს 8:00 საათზე.
აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 3 ივნისი.
აქციონერთა საერთო წლიურ კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2011 წლის 13 ივნისიდან სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, 0162, თბილისი, საქართველო.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები