დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი სისტემებით წყლის მიწოდებაზე და დამშრობი სისტემებით ჭარბი წყლების მოცილებაზე 2002 წლისათვის საბითუმო ტარიფების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 31/05/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.11(1).300.005321 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/05/2002 - 19/10/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.321
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-78
2002 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი სისტემებით წყლის მიწოდებაზე და დამშრობი სისტემებით ჭარბი წყლების მოცილებაზე 2002 წლისათვის საბითუმო ტარიფების დამტკიცების შესახებ
„მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად და სამელიორაციო მომსახურების ბაზრის თანდათანობით ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი სისტემებით წყალმომხმარებლებისათვის წყლის მიწოდებაზე და დამშრობი სისტემებით ჭარბი წყლების მოცილების საჰექტარო მომსახურების საბითუმო ტარიფები 2002 წლისათვის დანართის თანახმად.
2. ამ ბრძანების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სახელმწიფო სარწყავი და გაწყლოვანების სისტემებით შიდასამეურნეო ქსელებისთვის მიწოდებული წყლის ერთეულზე და დაშრობილი მიწების საჰექტარო მომსახურებაზე საბითუმო ტარიფებისა და მათი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 29.04.97 წლის №2-103 ბრძანება.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტრლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დავით შერვაშიძემ.
1. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კირვალიძე
საბითუმო ტარიფები სახელმწიფო დანიშნულების სარწყავი სისტემებით წყალმომხმარებლისათვის წყლის მიწოდებისა და დამშრობი სისტემებით ჭარბი წყლების მოცილებაზე 2002 წლისათვის
| N | დასახელება | ზომის ერთეული | ტარიფი (ლარი) |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 2 | სარწყავი სისტემებით წყლის მიწოდება | ათასი კუბ.მ | 6 |
| 3 | დამშრობი სისტემებით ჭარბი წყლების მოცილება | ეექტარი | 3 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები