დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგებში გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-222 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 25/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.11.113.006018 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/08/2003 - 15/02/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.006.018
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-222
2003 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგებში გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ
“სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 და 21-ე მუხლების თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კვების (მათ შორის ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოების სფეროს თანდართული სალიცენზიო მოწმობის ფორმები.
2. დამტკიცდეს ვეტერინარიის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროს თანდართული სალიცენზიო მოწმობის ფორმები.
3. დამტკიცდეს აგროქიმიურ და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობის სფეროს თანდართული სალიცენზიო მოწმობის ფორმები.
4. დამტკიცდეს სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალების წარმოების სფეროს თანდართული სალიცენზიო მოწმობის ფორმები.
5. დამტკიცდეს მეცხოველეობის სფეროში სანაშენე საქმიანობის სფეროს თანდართული სალიცენზიო მოწმობის ფორმები.
6. დამტკიცდეს პესტიციდების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვის თანდართული სანებართვო მოწმობის ფორმები.
7. დამტკიცდეს ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ცხოველთა საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის თანდართული სანებართვო მოწმობის ფორმები.
8. დამტკიცდეს აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვის თანდართული სანებართვო მოწმობის ფორმები.
9. დამტკიცდეს კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვის თანდართული სანებართვო მოწმობის ფორმები.
10. დამტკიცდეს კვების (მათ შორის ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს ნებართვის თანდართული სანებართვო მოწმობის ფორმები.
11. კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დეპარტამენტმა (ო. კაჭარავა) და იურიდიული, პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურმა (გ. მერაბიშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესით.
12. სამინისტროს აპარატმა (გ. კერძევაძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
13. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დავით გრიგოლიას.
მინისტრის პირველი მოადგილე ნ. მამალაძე






























უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები