ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმისა და გაანგარიშების ფორმის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმისა და გაანგარიშების ფორმის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 18/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 26/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 200040000.22.033.009240
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1123
13/09/2006
სსმ, 128, 18/09/2006
200040000.22.033.009240
ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმისა და გაანგარიშების ფორმის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/09/2006 - 23/01/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.040.000.22.033.009.240

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1123

2006 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმისა და გაანგარიშების ფორმის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, 217-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:

1. ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმა (დანართი №1).

2. ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხებისა და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმის შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №2).

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №898 ბრძანება (სსმ III, 2004წ., №156, მუხ. 160) „ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმისა და გაანგარიშების შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ა. ალექსიშვილი

დანართი №1

ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმა

 

I ნაწილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                       გვერდი

 

 

 

 

 

 

  საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  გადამხდელის პირადი ნომერი

 

 

ეკონომიკური საქმიანობის კოდი  (NACE)  –– –– –– –– ––

 

 

გაანგარიშების სახე ––/–– საანგარიშო თვის ნომერი                     

 

საანგარიშო წელი ––––

 

წარედგინება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                           (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

საქართველოს საწარმო (ორგანიზაცია)

 

      ინდივიდუალური საწარმო

 

 

უცხოური საწარმოს (ორგანიზაციის)

განყოფილება

 

                სხვა საწარმო

 

 

(საჭირო აღნიშვნა X- ით)

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (გადამხდელის სრული დასახელება/ინდმეწარმის გვარი, სახელი)

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 მისამართი: ქალაქი /რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი

 

 

გაანგარიშების ფორმა შედგენილია –– –– ფურცელზე. თანდართული დოკუმენტები –– ––

 

II ნაწილი

დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა

 

თვე

(ლარი)

წლის დასაწყი-სიდან (ლარი)

შენიშვნა

1

2

3

4

დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ფულადი ფორმით ხელფასის (სარგებლის) სახით გაცემული ანაზღაურება, პენსია, სტიპენდია, დახმარება და სხვა;

1

 

 

 

 

 

 

სარგებელი არაფულადი ფორმით (დაქირავებით მომუშავეზე);

2

 

 

 

გაცემული ანაზღაურება, რომელზეც ვრცელდება საგადასახადო შეღავათი:

3

 

 

 

 

 

 

ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ გადასახადის გადამხდელის მოწმობა, გაწეული მომსახურებისათვის გაცემული საფასური ან სარგებელი, გარდა მე-6-7 სტრიქონებში ასახულისა;

4

 

 

 

 

 

 

სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ პირებზე მოგების სახით განაცემები;

5

 

 

 

 

 

 

პირებზე გაცემული დივიდენდები და პროცენტები, გარდა მე-7 სტრიქონში ასახულისა:

6

 

 

 

 

 

 

მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის გადახდილი თანხა, სულ:

7

 

 

 

 

 

 

მათ შორის თანხა, რომელიც იბეგრება:

10%-ანი განაკვეთით

8

 

 

 

 

 

 

 

4%-ანი განაკვეთით

9

 

 

 

 

 

10

 

 

 

დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი (სტრ.1 + სტრ.2–სტრ.3 + სტრ.4 + სტრ.5)X12% + სტრ.6X10% + სტრ.8X10%+სტრ.9X4% +სტრ.10X განსხვავებულ განაკვეთზე;

11

 

 

 

 

 

 

საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან;

12

 

 

 

 

 

 

ფიზიკურ პირებზე გაცემული დახმარება, სარგებელი (ქველმოქმედება), მათ შორის არაფულადი ფორმით;

13

 

 

 

 

 

 

 

III ნაწილი

საანგარიშო თვეში ხელფასისა და სხვა სახით გაცემული თანხების შესახებ

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

თანხის გაცემის თარიღი

გაცემული თანხის სახე

(ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი და სხვა)

თანხა (ლარი)

დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადები

(ლარი)

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 სულ:

 

 

 

 

 

 

IV ნაწილი

საანგარიშო თვეში ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ გადასახადის გადამხდელის მოწმობა, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების და სხვა განაცემების შესახებ ინფორმაცია

 

 

 

N

გვარი, სახელი, მამის სახელი

 

მისამართი

პირადობის

მოწმობის

ნომერი

მომსახურების სახე

საანგარიშო თვეში

გაცემული

ანაზღაურება

 

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

X

X

X

X

 

 

 

ცნობისათვის:

 

საანგარიშო თვეში გამოშვებული პროდუქციის (მომსახურების, შესრულებული სამუშაოს) ღირებულება (ლარი)

1

 

 

პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც საანგარიში თვეში ხელფასის სახით (სტრ. 1) გაცემულია ანაზღაურება (კაცი)

2

 

 

გადასახადაის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც მომსახურების გაწევისათვის (სტრ. 2) გაცემულია ანაზღაურება

3

 

 

მაქსიმალური ხელფასის ოდენობა (ლარი)

4

 

 

მინიმალური ხელფასის ოდენობა (ლარი)

5

 

 

 

გაანგარიშების ფორმაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

გადამხდელი ––––––––––––––––––––––         –––––––––––––  –––––––––

                           (სახელი, გვარი)                    (ხელმოწერა)         თარიღი

 

 

V ნაწილი

აღნიშვნა გაანგარიშების ფორმის წარმოდგენის შესახებ:

(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ)

 

გაანგარიშების ფორმა წარმოდგენილია ფოსტით ––           პირადად –––

 

მოცემული გაანგარიშების ფორმა შედგენილია ––– ––– –––        ფურცელზე

 

თანდართული დოკუმენტები –– –– –– ––––––––––––––––     გვერდზე

 

წარმოდგენის თარიღი –– –– –– –– –– –– –– ––

 

რეგისტრაციის ნომერი –– –– –– –– –– –– –– –– –– –– ––

 

–––––––––––––––––––––––                     –––––––––––––––––––––

     (სახელი, გვარი)                                  (ხელმოწერა)

 

დანართი №2

ინსტრუქცია

ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმის შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი წესი

გადამხდელს (აგენტს), რომელსაც საგადასახადო კოდექსის 217-ე (7), 218-ე (4) მუხლების შესაბამისად გადახდის წყაროსთან ევალება გადასახადების და გადასახდელების დაკავება, ამ გაანგარიშების ფორმას წარუდგენს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ამასთან, თუ პირი არ იყენებს დაქირავებით შრომას და არა აქვს განაცემები მიღებულ მომსახურებაზე, მას არ წარმოეშობა გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

    მუხლი 2. გაანგარიშების ფორმის I ნაწილის შევსების წესი

სატიტულო გვერდის პირველი ნაწილის შესაბამის უჯრებში და სტრიქონებზე ჩაიწერება:

ა) უჯრებში „საიდენტიფიკაციო ნომერი“ – გადამხდელის საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) უჯრებში „გადამხდელის პირადი ნომერი“ – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ფიქსირებული პირადი ნომერი.

გ) უჯრაში „ეკონომიკური საქმიანობის კოდი“ – იმ საქმიანობის კოდი, რომელ საქმიანობასაც იგი თვლის ძირითად საქმიანობად;

დ) უჯრაში „გაანგარიშების სახე“ – წილადურ პირველ უჯრაში – 1, წილადურ მეორე უჯრაში – კვარტალის ნომერი. თუ გაანგარიშება გასული საგადასახადო პერიოდისაა და წარმოდგენილია დაზუსტების (კორექტირების) მიზნით, პირველ წილადურ უჯრაში ერთის ნაცვლად ჩაიწერება 2, ხოლო მეორე წილადურ უჯრაში – თვის ნომერი.

მაგალითად, გადამხდელმა ნოემბერში წარმოადგინა სექტემბრის თვის დაზუსტებული გაანგარიშება. ამ პირობებში გაანგარიშების ფორმის წილადურ პირველ უჯრაში ჩაიწერება 2, მეორე უჯრაში – 09, სადაც 2 ნიშნავს, რომ გაანგარიშება არის არა პირველი, არამედ დაზუსტებული, ხოლო 09 ნიშნავს, რომ აღნიშნული გაანგარიშებით ხორციელდება სექტემბრის თვის მონაცემთა შესწორება;

ე) უჯრაში „საანგარიშო თვის ნომერი“ – იმ თვის რიგითი ნომერი (01-დან 12-მდე), რომლის გაანგარიშებასაც გადამხდელი წარმოადგენს;

ვ) სტრიქონზე „საგადასახადო ორგანოს დასახელება“ – ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება გაანგარიშების ფორმა;

ზ) საჭირო უჯრაში „საქართველოს საწარმო (ორგანიზაცია)“, „უცხოური საწარმო“, „ინდსაწარმო“, „სხვა საწარმო – აღნიშვნა „X“;

თ) სტრიქონზე „გადამხდელის სრული დასახელება“ – მიეთითება საწარმოს სრული სახელწოდება / ინდმეწარმის სახელი და გვარი სრულად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.

ი) სტრიქონზე „მისამართი“ – მიეთითება ქალაქი/რაიონი, ბინა, კორპისი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი.

    მუხლი 3. გაანგარიშების ფორმის II ნაწილის შევსების წესი  

1. საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადამხდელთა ვალდებულებები (ფიზიკურ პირთათვის, რომლებსაც არ გააჩნია საიდენტიფიკაციო ნომერი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის და საშემოსავლო გადასახადების და სხვა გადასახდელების) საგადასახადო ორგანოებში წარდგენის ნაწილში გაერთიანებულია აღნიშნულ გაანგარიშებაში.

2. გაანგარიშების ფორმის სტრიქონზე ჩაიწერება:

ა) პირველ სტრიქონზე – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირების მიერ საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები. კერძოდ: დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან;

ბ) მე-2 სტრიქონზე – ფიზიკურ პირებზე არაფულადი ფორმით გაცემული სარგებლის ღირებულება, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული აისახება გაანგარიშების ფორმის III ნაწილის საინფორმაციო ცხრილის ერთ-ერთ ბოლო სტრიქონზე. ამასთან, საშემოსვავლო გადასახადის დაკავებისა და გადახდის ვალდებულების წარმოშობა განისაზღვრება საანგარიშო თვის ბოლო დღით.

მაგალითად: საწარმომ ფიზიკურ პირს სარგებლობაში გადასცა მსუბუქი ავტომობილი (ანაზღაურების გარეშე), რომლის საბალანსო ღირებულება 3000 ლარია, 2005 წლის მარტის 12 რიცხვში და ამ პირმა ისარგებლა ავტომობილით აპრილის 20 რიცხვამდე. ამ შემთხვევაში საწარმომ მარტის თვის გაანგარიშების ფორმის მე-9 სტრიქონზე უნდა შეიტანოს სარგებლის ღირებულება 57 ლარი (3000X0,1%X19) და აპრილის თვის გაანგარიშებაში 60 ლარი (3000X0,1X20), ხოლო აღნიშნული სარგებლის ღირებულება გაანგარიშების ფორმის III ნაწილის საინფორმაციო ცხრილში აისახება შესაბამისად 31 მარტის და 30 აპრილის ჩანაწერებით;

გ) მე-3 სტრიქონზე – ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურებები, რომელიც საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან;

დ) მე-4 სტრიქონზე – იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ გადასახადის გადამხდელის მოწმობა გაწეული მომსახურებისათვის გაცემული საფასური ან სარგებელი, რომელიც ცალ-ცალკე ფიზიკური პირების მიხედვით აისახება გაანგარიშების ფორმის IV ნაწილის საინფორმაციო ცხრილში.

მაგალითად: გადასახადის გადამხდელმა გადასახადის გადამხდელის მოწმობის გარეშე მომუშავე ფიზიკურ პირს ჩაატარებინა ოფისის რემონტი, რისთვისაც მას 2005 წლის მარტში გადაუხადა 800 ლარი. ამ შემთხვევაში გადამხდელმა მარტის გაანგარიშების ფორმის მე-11 სტრიქონზე უნდა ასახოს 800 ლარი;

ე) მე-5 სტრიქონზე – სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ პირებზე მოგების სახით განაცემი, რომელიც აისახება გაანგარიშების ფორმის III ნაწილის ბოლო სტრიქონზე საანგარიშო თვის ბოლო რიცხვით.

მაგალითად: სათამაშო ბიზნესის მომწყობმა 2005 წლის მაისის თვეში მოგების სახით სხვადასხვა ფიზიკურ პირზე მოახდინა 15000 ლარის ღირებულების განაცემი. ამ შემთხვევაში მან აღნიშნული განაცემის ღირებულება უნდა შეიტანოს მაისის თვის გაანგარიშების მე-5 სტრიქონზე, და აისახება ასევე III ნაწილის საინფორმაციო ცხრილში 31 მაისით;

ვ) მე-6 სტრიქონზე – საგადასახადო კოდექსის 195-ე და 196-ე მუხლების შესაბამისად პირებზე გაცემული დივიდენდები და პროცენტები და გადახდილი სხვა თანხები, რომელიც საგადასახადო კოდექსით ითვლება საქართველოში არსებულ წყაროდან მიღებულ შემოსავლად;

ზ) მე-7 სტრიქონზე – არარეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი თანხა.

თ) მე-8 სტრიქონზე – მე-7 სტრიქონზე ასახული ანაზღაურებებიდან 10 %-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხა;

ი) მე-9 სტრიქონზე – მე-7 სტრიქონზე ასახული ანაზღაურებებიდან 4%-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხა;

კ) მე-10 სტრიქონზე – მე-7 სტრიქონზე ასახული ანაზღაურებებიდან განსხვავებული განაკვეთით დასაბეგრი თანხა (ცარიელ უჯრაში ჩაიწერება განაკვეთი);

ლ) მე-11 სტრიქონზე – დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი;

მ) მე-12 სტრიქონზე აისახება საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება, რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან;

ნ) მე-13 სტრიქონზე – ფიზიკურ პირებზე გაცემული დახმარება, სარგებელი და სხვა ქველმოქმედების სახით განაცემები.

    მუხლი 4. გაანგარიშების ფორმის III ნაწილის შევსების წესი

პირველ სვეტში აისახება ანაზღაურების გაცემის თარიღი, მე-2-ში – ანაზღაურების სახე, მე-3-ში – ანაზღაურება ფულადი გამოსახულებით (თანხა), მე-4 სვეტში – შესაბამისი ანაზღაურებებიდან გამოანგარიშებული დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადი. ამ ნაწილის მე-3 სვეტის ჯამი უნდა ედრებოდეს გაანგარიშების ფორმის პირველ, მე-2, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სტრიქონზე ასახული თანხების ჯამს.

    მუხლი 5. გაანგარიშების ფორმის IV ნაწილის შევსების წესი

1. გაანგარიშების ფორმის IV ნაწილში აისახება საგადასახადო ორგანოებში არარეგისტრირებული ფიზიკური პირების მონაცემები, რომლებზეც გაცემულია ანაზღაურებები გაწეული მომსახურებისათვის.

2. ცნობისათვის ცხრილში:

ა) პირველ სტრიქონზე – საანგარიშო თვეში გამოშვებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება (სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით);

ბ) მე-2 სტრიქონზე – დაქირავებულ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც გაცემულია ხელფასის სახით ანაზღაურებები;

გ) მე-3 სტრიქონზე – გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომლებზეც გაანგარიშების ფორმის IV ნაწილის მიხედვით გაწეული მომსახურებისათვის გაცემულია შესაბამისი ანაზღაურება;

დ) მე-4 და მე-5 სტრიქონებზე – შესაბამისად პირზე გაცემული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასის ოდენობა (მაგალითად: ხელფასი საანგარიშო თვეში ერთ დაქირავებულ პირზე პირობითად გაიცა 300 ლარი, მეორე დაქირავებულ პირზე – 30 ლარი. მაქსიმალური ხელფასის სახით მე-12 სტრიქონზე აისახება 300 ლარი, მინიმალური ხელფასის სახით მე-13 სტრიქონზე – 30 ლარი).

ე) გაანგარიშების ფორმაში შეტანილი მონაცემების უტყუარობა და სისრულე დასტურდება ხელმოწერით (სახელი და გვარი იწერება სრულად), თარიღის მითითებით.

    მუხლი 6. გაანგარიშების ფორმის V ნაწილის შევსების წესი

1. გაანგარიშების ფირმის V ნაწილი ივსება შესაბამის საგადასახადო ორგანოს მიერ და ამ ნაწილის სტრიქონების უჯრებში ჩაიწერება:

ა) პირველი სტრიქონის საჭირო უჯრაში – გაკეთდება აღნიშვნა „X“.

ბ) მე-2 სტრიქონის უჯრებში – წარმოდგენილი გაანგარიშების ფორმის გვერდების და დანართების რაოდენობა.

გ) მე-3 სტრიქონის უჯრებში – გაანგარიშების ფორმაზე დართული საჭირო დოკუმენტების გვერდების რაოდენობა.

დ) მე-4 სტრიქონის უჯრებში – გაანგარიშების ფორმის წარმოდგენის თარიღი, თვე და წელი.

ე) მე-5 სტრიქონის უჯრებში – საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გაანგარიშების ფორმის რეგისტრაციის ნომერი.

2. გაანგარიშების ფორმის ამ ნაწილის მონაცემებს ადასტურებს საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკი ხელის მოწერით, სახელი და გვარი უნდა ჩაიწეროს სრულად.