“საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
“საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1593
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/09/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.190.060.05.001.000.417
  • Word
1593
30/09/1998
სსმ, 2, 26/10/1998
010.190.060.05.001.000.417
“საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. აქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიების შესახებ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 41, 8.10.1997) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. ლობისტური საქმიანობის შესახებ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების), ნორმატიული აქტის პროექტის (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტების) განხილვის დროს კომისიის ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვს პარლამენტში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტს. მას კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს რეგლამენტირებული სიტყვის უფლება, ხოლო მე-5 პუნქტი ჩაითვალოს მე-6 პუნქტად.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 30 სექტემბერი.

1593Iს