დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 318 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110603019, 08/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016198 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №318
2011 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის, კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №257 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხ. 545) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს წესი ვრცელდება სამსახურის სტრუქტურული ერთეულების (შემდგომში –სტრუქტურული ერთეული) თანამშრომლებზე (გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები