დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2010 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2011 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №442/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-29/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110603018, 03/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016078 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის
ბრძანება №01-29/ნ
2011 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2010 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2011 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №442/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. „ჯანმრთელობის დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც, სახელმწიფოს მიერ 2010 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2011 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №442/ნ ბრძანებაში (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხ. 2558) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) დასადები/გასაფორმებელი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხის ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2011 წელს განსახორციელებელი პროგრამებისათვის დამტკიცებული ასიგნებების არა უმეტეს 1/12-ისა, გარდა ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტის „ა.ბ‘‘, „ა.გ“, „ა.ე”, „ა.ვ’’ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ამასთან მოცემული გამონაკლისი ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტზე გავრცელდეს მხოლოდ 2011 წლის მარტის თვეში, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებაზე.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები