დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ” საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 25/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 06/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300030000.21.014.007451 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.030.000.21.014.007.451
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №4
2005 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ” საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (სსმ III, 2001 წ., №114, მუხ. 209) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ 30 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს გაზეთში ,,24 საათი.”.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების (სსმ III, 2001 წ., №114, მუხ. 209) 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება აღემატება 25000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსთხოვოს მოლაპარაკებაში მონაწილე პირს მისი საკვალიფიკაციო მონაცემების დადასტურება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად (ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული შემ-თხვევებისა და ფორს-მაჟორული სიტუაციების გარდა), ხოლო ხელშეკრულების დადების შემდეგ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ხელშეკრულების დადების შე-სახებ გაზეთში ,,24 საათი” 30 დღის ვადაში.”.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. მელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები