იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის შესახებ 2002 წლისათვის

  • Word
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის შესახებ 2002 წლისათვის
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 16/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2002
სარეგისტრაციო კოდი 280090050.11.108.005008
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17
28/09/2001
სსმ, 110, 16/10/2001
280090050.11.108.005008
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის შესახებ 2002 წლისათვის
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/10/2001 - 24/09/2002)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.090.050.11.108.005.008.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №17

2001 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის შესახებ 2002 წლისათვის

საქართველოს 1996 წლის 28 წლის ივნისის კანონის "იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ" მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს "იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესი 2002 წლისათვის", რომელიც ემყარება დევნილად ცნობის წესის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის პროცედურასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

2. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს ბატონ თ. ლომაიას.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2001 წლის 5 იანვრის №1 ბრძანება "იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის გაცემის წესის შესახებ".

ვ. ვაშაკიძე

 

იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესი 2002 წლისათვის

1. დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში  მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მის ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტების ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო;

2. დევნილთა რეგისტრაციას და მათზე მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების (მერიების და გამგეობების) მეშვეობით;

3. დევნილთათვის მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარებისათვის ქალაქებსა და რაიონების გამგეობებში გამგებლები ან მერები ქმნიან მუდმივმოქმედ კომისიას. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება გამგებლის ან მერის მოადგილე, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას;

კომისიის მუშაობას კოორდინაციას უწევენ სამინისტროს რეგიონალური სამმართველოები;

4. აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭო საჭიროების შემთხვევაში კომისიებში სამუშაოდ მიავლენს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომელთა შესახებ წინასწარ წერილობით აცნობებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს;

5. მოწმობები დაბეჭდილია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომპიუტერულ ცენტრში ქართულ ენაზე და გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე;

6. მოწმობის პირველ გვერდზე დასმული იქნება მინისტრის ფაქსიმილიე;

7. დევნილი, გრაფიკით განსაზღვრულ დღეებში, რეგისტრაციისათვის და მოწმობის მისაღებად ცხადდება იმ ქალაქებსა თუ რაიონის კომისიაში, სადაც იმყოფება აღრიცხვაზე;

8. მოწმობის გაცემისას გამგეობაში (მერიაში) შექმნილი კომისია ხელმძღვანელობს სამინისტროს კომპიუტერულ ცენტრში დაბეჭდილი სიით;

9. ახალი მოწმობის მისაღებად რაიონულ გამგეობებში (მერიაში) შექმნილ კომისიაში ვალდებულია გამოცხადდეს ერთი საოჯახო ანკეტის ნომრის მქონე ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი და წარმოადგინოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა დამოწმებული პიროვნების დამდგენი კომისიის მიერ;

ბ) 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დაბადების მოწმობა დამოწმებული პიროვნების დამდგენი კომისიის მიერ;

გ) დევნილის ძველი მოწმობა.

შენიშვნა: ზემოაღნიშნული საბუთების ქსეროასლები არ მიიღება;

პირი, რომელიც დაბადებულია 1985 წელს, მასზე როგორც გამონაკლისი, დევნილის ბარათი შეიძლება გაიცეს დაბადების მოწმობითაც;

10. მოწმობის ბოლო გვერდზე ისმება კომისიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და გამგეობის ბეჭედი;

11. დევნილი თავისი და ოჯახის წევრების მოწმობების მიღებას და სიაში შეტანილი მონაცემების სიზუსტეს ადასტურებს ხელის მოწერით (ოჯახის თითოეულ წევრზე გაცემულ მოწმობაზე ცალ-ცალკე);

12. კომისია პასუხისმგებელია თითოეულ გაცემულ მოწმობაზე;

13. იმ შემთხვევაში, თუ დევნილის ზოგიერთი საპასპორტო მონაცემები არ ემთხვევა კომპიუტერული ცენტრის ანკეტურ მონაცემებს, კომისია პირადობის დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე აკეთებს სათანადო ცვლილებებს სიაში, დევნილის მოწმობაში და ადასტურებს ბეჭდით;

14. დევნილი, რომელიც წინასწარ გამოცხადებული გრაფიკის დაცვით გაივლის რეგისტრაციას და გამოცვლის მოწმობას, ფულად შემწეობას მიიღებს მოქმედი წესის თანახმად;

15. დევნილი, რომელიც სამინისტროსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წინასწარ გამოცხადებულ ვადებში არ გაივლის რეგისტრაციას და არ გამოცვლის დევნილის მოწმობას, ფულად შემწეობას მიიღებს მხოლოდ დამატებით რეგისტრაციის და დევნილის ახალი ნიმუშის მოწმობის აღების შემდეგ. დამატებით რეგისტრაცია და შესაბამისად მოწმობების გამოცვლა იწარმოებს ადგილებზე მუდმივმოქმედ კომისიებში კვარტალში ერთხელ სამინისტროს მიერ დადგენილ დღეს.

16. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგისტრაციის დეპარტამენტი დევნილის ახალი ნიმუშის მოწმობებს და მის გასაცემ სიებს გადასცემს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ან გამგეობის (მერიის) პასუხისმგებელ პირებს;

შენიშვნა: მე-13 პუნქტიდან გამომდინარე რომელიმე მონაცემის ჩასწორება უნდა მოხდეს კომისიის პასუხისმგებელი წევრის მიერ ჩასასწორებელი მონაცემის ზედა მხარეს. მაგალითად, თუ გასასწორებელია სახელი ელენე, გადაიხაზება და მის ზემოთ დაიწერება სახელი ლენა და ა.შ.

გრაფა საბუთის სახეობა: თუ დევნილმა წარმოადგინა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჩაიწერება სიტყვა "პირადობის მოწმობა", ხოლო გრაფა საბუთის ნომერში დაიწერება მოწმობის ზედა, პირადი თერთმეტნიშნიანი ნომერი;

დანარჩენ გრაფაშიც შესწორება მოხდება აღნიშნული წესით.

ე.ი. გადაიხაზება შესასწორებელი მონაცემები და მის ზემოთ დიწერება ახალი მონაცემი.