დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სპეციალური სახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 21/09/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190240000.11.117.004978 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/09/2001 - 25/12/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.240.000.11.117.004.978
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №217
2001 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
სპეციალური სახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 სექტემბრის №352 ბრძანებულების „ზოგიერთი სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ” შესრულების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური სახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესი” დანართის თანახმად.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 1 დეკემბრის №111 ბრძანება „სპეციალური სახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ”.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების განაწილების წესი
მუხლი 1
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური სახსრების ანგარიშის შევსების წყარო რეგულირდება საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. თანხები ჩაირიცხება ფინანსთა სამინისტროსთვის სახაზინო სამსახურში გახსნილ სპეციალური სახსრების ანგარიშზე.
მუხლი 2
ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) 40 პროცენტი – თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ფონდში;
ბ) 40 პროცენტი – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდში;
გ) 20 პროცენტი – მინისტრის ფონდში.
მუხლი 3
1. თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების ფონდში ჩარიცხული თანხა გამოიყენება სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის და ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის მუშაკთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესებისათვის, პრემირებისათვის, მატერიალური დახმარებისა და წახალი-სებისათვის, აგრეთვე, ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების შრომის ასანაზღაურებლად.
2. სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდში ჩარიცხული თანხები გამოიყენება: სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის და ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის სამეურნეო-ტექნიკური ხარჯებისათვის და ოფისის შენახვისათვის; კომუნალური მომსახურებისათვის; მანქანა-მოწყობილობების, კომპიუტერების, გამოთვლითი ტექნიკის, ინვენტარის შეძენისათვის; შენობა-ნაგებობათა მშენებლობისა და კაპიტალური შეკეთებისათვის, წარმომადგენლობითი სემინარების, კონსულტაციების ორგანიზებისა და სხვა ღონისძიებებისათვის.
3. მინისტრის ფონდში ჩარიცხული თანხა გამოიყენება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაციის მიხედვით მინისტრის მითითების შესაბამისად.
მუხლი 4
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები: სახაზინო სამსახური, ლატარების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახური ყოველი ახალი წლის დადგომისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დასამტკიცებლად წარმოადგენენ სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის გეგმებს, სადაც გათვალისწინებული იქნება თანხები თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის.
მუხლი 5
1. მინისტრის ბრძანებით იქმნება სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების გამანაწილებელი მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს ამ დებულების შესაბამისად.
2. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისია ხარჯების განკარგვაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებით მიმართავს ფინანსთა მინისტრს.
მუხლი 6
სამინისტროს სპეცანგარიშზე ჩარიცხული თანხების წლის ბოლოსათვის არსებული ნაშთი რჩება სამინისტროს განკარგულებაში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები