საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 699
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 25/09/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 200250000.11.114.004971
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
699
19/09/2001
სსმ, 101, 25/09/2001
200250000.11.114.004971
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/09/2001 - 25/12/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.971

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №699

2001 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

„ზოგიერთი სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 სექტემბრის №352 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის  შესაბამისად,  ადხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით,

ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნეს ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, თანახმად დანართისა (№1).

2. საგადასახადო სისტემაში კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებისათვის და გაწეული მუშაობის შედეგების შესაბამისად უფლება მიეცეს აღნიშნულ სამსახურს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შეთანხმებით თითოეულ თანამშრომელზე გასცეს კვარტალური პრემიები ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის პრემიის ოდენობით.

3. ყოველთვიური და კვარტალური პრემიების თანხების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე  და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შექმნილი ფონდებიდან.

4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციამ თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების გაცემა აწარმოოს საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

5. ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველომ:

ა) ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამსახურის საპრემიო ფონდებისთვის საჭირო ოდენობის თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშზე;

ბ) ა.წ. 1 ოქტომბრიდან უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო წინასწარი ხარჯების გაწევა, საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად.

6. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ძნელაძე

დანართი №1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური  პრემიების  ოდენობა  თანამდებობათა  მიხედვით

 

 

(ლარებში)

თანამდებობის დასახელება

პრემიის ოდენობა

1

ინსპექციის უფროსი

400

2

ინსპექციის უფროსის მოადგილე

370

3

განყოფილების უფროსი

340

4

მთ. სპეციალისტი

300

5

უფროსი ბუღალტერი

340

6

მთ. საგადსახადო ინსპექტორი

300

7

უფროსი საგადსახადო ინსპექტორი

270

8

საგადსახადო ინსპექტორი

250

 

ს უ ლ