დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საბანკო დაწესებულებების მიერ ფილიალების გახსნისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 116 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/11/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 07/12/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(0).003.000413 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/12/1998 - 05/09/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.010.003.413
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №116
1998 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საბანკო დაწესებულებების მიერ ფილიალების გახსნისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ
საბანკო დაწესებულებების მიერ ფილიალების გახსნისა და ფუნქციონირების პროცესის გაუმჯობესებისა და საბანკო სისტემის განმტკიცების მიზნით, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის III თავის მე-18 მუხლის შესასარულებლად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს "საბანკო დაწესებულებების მიერ ფილიალების გახსნისა და ფუნქციონირების წესები", თანახმად დანართისა.
2. აღნიშნული წესები ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
საბანკო დაწესებულებების მიერ ფილიალების გახსნისა და ფუნქციონირების წესები
მუხლი 1
1. აღნიშნული წესები განსაზღვრავს საბანკო დაწესებულებების, (შემდგომში – კომერციული ბანკი) ფილიალების გახსნის წესებს.
2. ეს წესები შემუშავებულია "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ", "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონების საფუძველზე.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს აქვს უფლება გახსნას ფილიალები ეროვნული ბანკის თანხმობით, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მუხლი 2
1. კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ფილიალის გახსნისათვის ეროვნულ ბანკში წარდგენილ განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი საბუთები:
ა) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის შექმნაზე;
ბ) ფილიალის ბიზნეს-გეგმა, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: ფილიალის გახსნის აუცილებლობის ეკონომიკური დასაბუთება, აგრეთვე სათავო ბანკის მიერ მასზე დაკისრებული უფლება და მოვალეობა.
2. აღნიშნული საბუთების სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ფილიალის გახსნის საკითხს და არა უგვიანეს ერთი თვისა აცნობებს განმცხადებელ კომერციულ ბანკს გადაწყვეტილების შესახებ.
3. თუ ბანკის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია და არ აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის რეგულირების წესების მოთხოვნებს, მაშინ ბანკს არ მიეცემა ფილიალის გახსნაზე თანხმობა.
4. ფილიალის გახსნაზე ეროვნული ბანკის თანხმობის მიღების შემდეგ, კომერციული ბანკი ვალდებულია, ეროვნულ ბანკს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) ფილიალის რეგისტრაციის შესახებ სასამართლო დადგენილებისა და საქმიანობის მოკლე აღწერილობის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის მმართველის და მთავარი. ბუღალტრისა და სალაროს გამგის დანიშვნის შესახებ;
გ) ეოვნული ბანკის საკასო ოპერაციების, ფასეულობის დაცვისა და სპეცგადაზიდვების სამმართველოს მიერ გაცემული დასკვნა სალაროს კვანძის მზადყოფნის შესახებ.
5. დადგენილ ვადაში საბუთების სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი წერილობით აცნობებს კომერციულ ბანკს ფილიალის გახსნაზე მის მიერ ადრე გაცემული თანხმობის ანულირების შესახებ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები