დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №104 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 16/06/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/02/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000110.01(2).004.000285 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/06/2000 - 16/02/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.055
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №104
2000 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
პლანშეტი
საქართველო იუსტიციის სამინისტროს ემბლემა
გამოსახულება წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს ემბლემას, რომელიც მოთავსებულია ოვალში. იუსტიციის სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს რამდენიმე სიმბოლოს კომპოზიციურ შენაერთს, კერძოდ:
1. გამოსახულების საფუძველს წარმოადგენს გადაშლილი წიგნი. ამ შემტხვევაში იგი მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციაზე – კანონშემოქმედებით ფუნქციაზე.
2. გამოსახულების ცენტრში მოთავსებულია ადამიანის სიმბოლური გამოსახულება, რომელსაც ერთგვარად იფარავს (იცავს) გაშლილი წიგნის (ანუ კანონის) აფრიალებული ფურცლები. ეს მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფუნქციაზე, კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვაზე.
3. გადაშლილი წიგნის აფრიალებულ ფურცლებზე (ანუ კანონზე) დაყრდნობილია სასწორი – ანუ სამართლის საყოველთაოდ მიღებული სიმბოლო.
4. გამოსახულების ფერი არის ლურჯი.


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები