თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ

  • Word
თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 310/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 23/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 30/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.004933
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
310/ნ
16/08/2001
სსმ, 89, 23/08/2001
470230000.11.119.004933
თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (23/08/2001 - 13/03/2002)

სახრლმეიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.933

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №310/ნ

2001 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, მომხმარებელთათვის ნაკლებად ტოქსიკური თამბაქოს ნაწარმის მიწოდების მიზნით (მწარმოებელი და იმპორტიორი ქვეყნის მიუხედავად), ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის, ,,სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის ნორმატიული დოკუმენტი თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეების შესახებ, ჰიგიენური ნორმატივები – ,,თამბაქოს ნაწარმში ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები (ზდდ)” (დანართი 1).

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ა. ზოიძეს.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ჯორბენაძე

თამბაქოს ნაწარმში ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები (ზდდ)

Maximum allowable levels (MAL) of tar and nicotine in tobacco products

ჰიგიენური ნორმატივები

ჰნ 2.2.5. 001-2000

I. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე ჰიგიენური ნორმატივები თამბაქოს ნაწარმში ადგენენ ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვებ დონეებს, რომლებიც მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მწარმოებელი და მომწოდებელი ქვეყნის მიუხედავად და ვრცელდება ყველა სახეობის თამბაქოს ნაწარმზე.

2. მოცემული ჰიგიენური ნორმატივები განკუთვნილია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი და მარეალიზებელი სხვადასხვა სამეურნეო სუბიექტების ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებებისათვის, სასერტიფიკაციო და საგამოცდო ორგანოებისა და ლაბორატორიებისათვის. მათ შესრულებაზე პაასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ორგანიზაციათა და საწარმოთა ხელმძღვანელებს, სპეციალისტებს, მუშაკებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ახდენენ თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და რეალიზაციას.

 

II. ნორმატიული დამოწმებები

1. წინამდებარე  ჰიგიენურ ნორმატივებში გამოყენებულია დამოწმებები შემდეგ დოკუმენტებზე:

ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”;

ბ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”;

გ) საქართველოს კანონი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ;

დ) საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”;

ე) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მარტის №807 ბრძანებულება „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999–2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”.

 

III. თამბაქოს ნაწარმში ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები

თამბაქოს ნაწარმში ნიკოტინისა და ფისის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრილში მოცემულ სიდიდეებს:

 

IV.ბიბლიოგრაფია

1. СанПиН 2.3.2. 022-91 «максимально допустимые уровни содержания смолы и никотина в табачниых изделиях»

2. სახ. 1.1. 001-99 “ზოგადი მოთხოვნები სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების წყობაზე, გადმოცემაზე, გაფორმებაზე და შინაარსზე” თბილისი 1999.

3. «Табак и здоровье в Российской Федерации» ЕРБ ВОЗ, 1997