დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1999 წლის 2 ნოემბრის №85 ბრძანებით დამტკიცებულ „საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება მარშრუტზე“ ტარიფებში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/02/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 12/02/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.11.115.005147 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.005.147
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №15
2002 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1999 წლის 2 ნოემბრის №85 ბრძანებით დამტკიცებულ „საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება მარშრუტზე“ ტარიფებში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ მე-7 და მე-10 მუხლების და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანების „იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება ” შესაბამისად, ვბრძანებ:
„1. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 2 ნოემბრის №85 ბრძანებით დამტკიცებულ „საჰაერო მოძრაობის სადისპეტჩერო მომსახურება მარშრუტზე“ ტარიფებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) სიტყვები „50 ტონამდე 35 აშშ დოლარი“ შეიცვალოს სიტყვებით: „14 ტონამდე 15 აშშ დოლარი“.
ბ) ტარიფებს დაემატოს შემდეგი სიტყვები: „14,1-დან 50 ტონამდე 35 აშშ დოლარი“.
შემდეგ როგორც ტექსტშია.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები