საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №58 ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №58 ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 31/05/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).004.000250
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
58
18/05/2000
სსმ, 47, 31/05/2000
000000090.01(2).004.000250
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №58 ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/05/2000 - 30/08/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.250

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 58

2000 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

"ლატარიების, კაზინოებისბ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების წესების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №704 ბრძანებულების შესაბამისად, ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის თანდართული  წესი.

2. ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაცია დაევალოს ლატარიების, აზარტული თამაშებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურს (ი. ღარიბაშვილი).

3. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაეკისროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გ. ხანიშვილს.

მინისტრაის მოვალეობის შემსრულებელი დ. ონოფრიშვილი

ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების  ლეგალიზაციის წესი

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №704 ბრძანებულებით და საქართველოს კანონის ღსამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებც მოთხოვნათა შესაბამისად, ლატარიის ბილეთების. მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების მიზნით, ლატარიის ბილეთები და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები ექვემდებარებიან სავალდებულო ლეგალიზაციას.

ლატარიის ბილეთი ან მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვლება  ლეგალიზებულად თუ მასზე აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დასმული  დამცავი ნიშანი ან აკმაყოფილებს ამ წესების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ლატარიებისბ აზარტული თამაშების და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახური ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ლეგალიზაციისათვის საჭირო დამცავი ნიშნების ტიპებს (პოლიგრაფიულიბ  მექანიკური) და ნუსხას.

2. ლატარიებისბ აზარტული თამაშების და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახური განსაზღვრავს ლატარიის ბილეთებსა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე დამცავი ნიშნების ტიპის შერჩევას და მონაცვლეობას.

3. ლატარიების თუ სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი იურიდიული პირი ვალდებულია სამი დღით ადრე აცნობოს ლატარიებისბ აზარტული თამაშების და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურს ბილეთების დაბეჭდვის თარიღი.

4. თუ ლატარიის ბილეთი ან მომგებიან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექვემდებარება პოლიგრაფიული მეთოდით ლეგალიზაციას, ლატარიის ან სხვა მომგებიანი თამაშობის მომწყობი იურიდიული პირი ვალდებულია, აღნიშნული ტიპის ბარათები, მექანიკური მეთოდით ლეგალიზების მიზნით, რეალიზაციაში გაშვებამდე შვიდი დღით ადრე წარუდგინოს ლატარიების, აზარტული თამაშების და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურს.

5. ლატარიის ბილეთების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების საზღვარგარეთ დამზადების შემთხვევაში ლატარიების, აზარტული თამაშების და ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახური უფლებამოსილია მათი საკონტროლო გადათვლის შემდეგ ლეგალიზებულად ჩათვალოს ლატარიის ის ბილეთები ან სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც თან ახლავს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამოწმებული ზედდებულის ასლი.

6. ლატარიის ბილეთი ან მომგებიან თამაშში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვლება  არალეგალიზებულად, თუ მასზე არ არის აღნიშნული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დასმული  დამცავი ნიშანი ან არ აკმაყოფილებს ამ წესების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.