საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 18/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 18/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16(0).110.005897
  • Word
9
18/06/2003
სსმ, 61, 18/06/2003
300380000.16(0).110.005897
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.161.0111.005.897

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება 9

2003 წლის 18 ივნისი

ქ.თბილისი

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაშინავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზედამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №13(20), 1999 წელი) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 8 მაისის №3 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2002 წლის №45, მუხლი №423) ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასურის დადგენისა და განკარგვის წესის შესახებ დებულების მე-2 მუხლს „დებულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება“ დაემატოს თ) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) სასაქონლო ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი – სალიცენზიო ფართობზე მოპოვებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ნავთობი ან/და ბუნებრივი გაზი, რომელიც ექვემდებარება განაწილებას ხელშეკრულების თანახმად;“ და

შესაბამისად, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ბ) ინვესტორის მიერ სასაქონლო ნავთობის ყოველ ტონაზე ან/და ბუნებრივი გაზის ყოველ მეტრიკულ ტონაზე 0,5 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში;“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   გ. ითონიშვილი