,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 96/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110602019, 08/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016133
  • Word
96/ნ
01/06/2011
ვებგვერდი, 110602019, 08/06/2011
040030000.22.022.016133
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 96/

2011 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.  ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის №52 საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში თავდადებული გმირების ქართველ იუნკერთა სახელი და ეწოდოს ,,ქართველ იუნკერთა სახელობის №52 საჯარო სკოლა”.

მუხლი  2.   ქობულეთის მუნიციპალიტეტში:

ა) სოფ. ლეღვას №2 საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირის რაულ მჟავანაძის სახელი და ეწოდოს ,,რაულ მჟავანაძის სახელობის სოფ. ლეღვას №2 საჯარო სკოლა”;

ბ) სოფ. ჯიხანჯურის საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირის ომარ ასლანიძის სახელი და ეწოდოს ,,ომარ ასლანიძის სახელობის სოფ. ჯიხანჯურის საჯარო სკოლა”.

მუხლი 3.  შუახევის მუნიციპალიტეტში:

ა) სოფ.  ბუთურაულის საჯარო სკოლას   მიენიჭოს  სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირის იაგო მიქელაძის სახელი და ეწოდოს ,,იაგო მიქელაძის სახელობის სოფ. ბუთურაულის საჯარო სკოლა”;

ბ) სოფ. ბარათაულის საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის სახელი და ეწოდოს ,,ამირან მამალაძის  სახელობის სოფ. ბარათაულის საჯარო სკოლა”.

მუხლი 4. ხულოს მუნიციპალიტეტში:

ა) სოფ. ბეღლეთის საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირის ნადიმ ართმელაძის სახელი და ეწოდოს ,,ნადიმ ართმელაძის სახელობის სოფ. ბეღლეთის საჯარო სკოლა”;

ბ)  სოფ. ირემაძეების საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირის მერაბ ჭელიძის სახელი და ეწოდოს ,,მერაბ ჭელიძის სახელობის სოფ. ირემაძეების საჯარო სკოლა”.

მუხლი 5.  გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფ. მახარაძის  საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირის სოსო ღვინიაშვილის სახელი და ეწოდოს ,,სოსო ღვინიაშვილის სახელობის სოფ. მახარაძის საჯარო სკოლა”.

მუხლი 6. ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხას 27-ე პუნქტად  დაემატოს   სოფ. ნოჯიხევის №1 საჯარო სკოლა.

მუხლი 7. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პირის რამინ დიხამინჯიას სახელი და ეწოდოს ,,რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს №1 საჯარო სკოლა”.

მუხლი  8. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფ. პირველი ოფჩის გ. გეწაძის სახ. საჯარო სკოლას ეწოდოს ,,გ. გეწაძის სახელობის სოფ. პირველი ობჩის საჯარო სკოლა”, ხოლო მისამართად  განესაზღვროს შემდეგი  ,,სოფ. პირველი ობჩა”.

მუხლი 9. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის №3 საჯარო სკოლას მიენიჭოს გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელი და ეწოდოს ,,ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის №3 საჯარო სკოლა”.

მუხლი 10. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართი №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლების ნუსხის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

17

ქართველ იუნკერთა სახელობის №52 საჯარო სკოლა

ალ. ყაზბეგის გამზ.№27

დაწ-საბ-საშ

 

ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის 34-ე და 39-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

34

რაულ მჟავანაძის სახელობის სოფ. ლეღვას2 საჯარო სკოლა

სოფ. ლეღვა

დაწ-საბ-საშ

 

39

ომარ ასლანიძის სახელობის სოფ. ჯიხანჯურის საჯარო სკოლა

სოფ. ჯიხანჯური

დაწ-საბ-საშ

 

გ) შუახევის  მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების ნუსხის  მე-4 და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

4

იაგო მიქელაძის სახელობის სოფ. ბუთურაულის საჯარო სკოლა

სოფ. ბუთურაული

დაწ-საბ-საშ

 

24

ამირან მამალაძის სახელობის სოფ. ბარათაულის საჯარო სკოლა  

სოფ. ბარათაული

დაწ-საბ-საშ

 

დ)  ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხის მე-5 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

5

ნადიმ ართმელაძის სახელობის სოფ. ბეღლეთის საჯარო სკოლა  

სოფ. ბეღლეთი

დაწ-საბ-საშ

 

16

მერაბ ჭელიძის  სახელობის სოფ. ირემაძეების საჯარო სკოლა  

სოფ. ირემაძეები

დაწ-საბ-საშ

 

ე) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

18

სოსო ღვინიაშვილის სახელობის სოფ. მახარაძის საჯარო სკოლა 

სოფ. მახარაძე

დაწ-საბ-საშ

 

ვ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      

1

რამინ დიხამინჯიას  სახელობის  დაბა ჩხოროწყუს №1  საჯარო სკოლა 

ჭავჭავაძის №31

დაწ-საბ-საშ

 

ზ) ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე პუნქტი:

 

27

სოფ. ნოჯიხევის №1 საჯარო სკოლა 

ჭავჭავაძის №18

დაწ-საბ

 

თ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

17

 გ. გეწაძის სახელობის სოფ. პირველი ობჩის საჯარო სკოლა  

 სოფ. პირველი ობჩა

დაწ-საბ-საშ

 

ი)  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3

  ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის №3 საჯარო სკოლა  

  თამარ მეფის  ქ.№33

დაწ-საბ-საშ

 

მუხლი 11. ეს ბრძანება გარდა მე-6 მუხლისა და მე-10 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 12.  ამ ბრძანების მე-6 მუხლითა და მე-10 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით  განსაზღვრული საჯარო სკოლა დაფუძნებულად ჩაითვალოს  ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების  შეტანის  შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №226 ბრძანების ამოქმედებისთანავე.

. შაშკინი