დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 334 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 26/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.11.117.005904 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/06/2003 - 05/06/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.904
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №334
2003 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
სანებართვო და სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
“სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს 2002 წლიs 14 მაისის №1426-რს კანონის მე-8 და 21-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
I. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნeს სამოქმედოდ:
1. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1);
2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №2);
3. საბაჟო ბროკერის საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №3);
4. საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №4).
II. გაუქმებულად ჩაითვალოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 26 ოქტომბრის №209 ბრძანებით დამტკიცებული “საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისა და საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმებში საქონლის მოქცევისათვის ლიცენზიის ფორმისა და გაცემის დროებითი წესი” და 1999 წლის 6 დეკემბრის №235 ბრძანებით დამტკიცებული “საბაჟო საწყობის შესახებ” დებულება.
III. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით თარხან-მოურავს;
IV. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი



უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები