დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №21 კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 12/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 18/05/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.00(9).004.000244 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/05/2000 - 04/07/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.009.004.244
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №21
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, ქვეყნის ფულად-საკრედიტო ბაზარსა და საბანკო სისტემაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული კომერციული ბანკების მიერ მოზიდული სახსრების ხარჯზე საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ოდენობის 2 პუნქტით ეტაპობრივად შემცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. კომერციული ბანკების მიერ მოზიდული სახრების ხარჯზე ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვის მიზნით მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2000 წლის 20 მაისიდან განისაზღვროს ამ სახსრების 15 პროცენტი, ხოლო 20 ივნისიდან – 14 პროცენტით.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ უზრუნველყოს ამა წლის მაისის მეორე დეკადის მონაცემებიდან გამომდინარე, დადგენილი ნორმის მიხედვით სავალდებულო რეზერვების გადაანგარიშება და ნორმის ზევით თანხების სავალდებულო რეზერვების რეგულირების დადგენილ ვადებში დაბრუნება.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში მოთავსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 14 სექტემბრის №11 დადგენილება.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
თავმჯდომარე ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები