დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომში გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 01/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110602015, 07/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330100000.35.160.016071 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/06/2011 - 28/06/2011)
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №88
2011 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომში გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომში გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
დანართი
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, შემდგომში გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესი
1. თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია:
ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყინვა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი.
2. ქალაქ რუსთავის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება შეთანხმებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარების და ტრანსპორტის განვითარების სამსახურთან.
3. წინამდებარე წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია განხორციელდეს საკრებულოს თანხმობის გარეშე. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაოთა დაწყებამდე წერილობით შეატყობინოს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს და დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაოთა დაწყებიდან ერთი კვირისა, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი ფორმით.
4. წინამდებარე წესის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებულ ტერიტორიაზე საფარი ან/და მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის შეტყობინებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით, არა უმეტეს ათ კალენდარულ დღეში, განხორციელების შესახებ.
5. თვითმმართველობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. მომავალში ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრეს დაევალოს საკუთარი ხარჯებით გადაიტანოს ხ/ნაგებობა.
6. წინამდებარე წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს სამართლებრივი აქტით კონკრეტულ შემთხვევაში.
7. წინამდებარე წესის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია არ არის მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში ან/და არასათანადოდ არის აღდგენილი, დამრღვევს დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრება ვადა, არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა. განსაზღვრულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით განსაზღვრული ნაგებობის განთავსებისთვის/სამუშაოების წარმოებისთვის გაცემული თანხმობის პირობების დარღვევით ან ამ სამუშაოების თვითნებურად წარმოების შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (კერძოდ, დაზიანებული საფარის აღდგენა/პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა).
8. არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (კავშირგაბმულობის ხაზები, გაზსადენის, წყალსადენის, წყალარინების მილების და ა.შ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. წინამდებარე წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია საკრებულოს მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, გამოსაყენებელი ტერიტორიის ტრაექტორიის ზუსტი მონიშვნით. განმცხადებელი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს საკრებულოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
10. წინამდებარე წესის შესაბამისად საკრებულოში წარსადგენი დოკუმენტაციის სისწორეზე, შესრულებული სამუშაოების ან/და არსებული ნაგებობის უსაფრთხოებაზე, ტექნიკურ გამართულობაზე, შემდგომ უსაფრთხო ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი (სამუშაოს მწარმოებელი, ნაგებობის მფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი).
11. საკრებულო უფლებამოსილია ამ წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისთვის დააწესოს დამატებითი შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები