დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ცენტრალური საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/10/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56(63), 29/10/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/02/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000180.01(2).003.000895 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/10/1999 - 20/03/2001)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.895
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №79
1999 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ცენტრალური საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულების "საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ" შესრულების მიზნით და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1999 წლის 2 ივლისის №43 ბრძანების საფუძველზე:
1) ქვეყანაში სამგზავრო რეგულარულ მარშრუტებზე გადამზიდავების შესარჩევი კონკურსების საერთო ხელმძღვანელობისა და მათი ორგანიზებულად ჩატარებისათვის შეიქმნას ცენტრალური საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
რ. თედორაძე – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;
გ. ჩაფიჩაძე – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ლ. გოგოლაშვილი – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრ-მდივანი;
გ. შენგელია – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის წევრი;
დ. კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის კომუნიკაციების ორგანიზაციისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი – კომისიის წევრი;
ლ. ჩხაიძე – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დარგთაშორისი კოორდინაციისა და სატრანსპორტო დარგების პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;
გ. ნოზაძე – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი – კომისიის წევრი;
გ. ცინცაძე – საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი – კომისიის წევრი;
ბ. ცაავა – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
ლ. მთვარაძე – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების დარგში – კომისიის წევრი;
ფ. გუნცაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეალური სექტორის ფინანსებსა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ქონების ფინანსური სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
კ. ბარათაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლის ჰარმონაზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;
უ. მეზურნიშვილი – საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრის კონტროლის მეთოდებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
შ. ოგბაიძე – საქართველოს საავტომობილო ფედერაციის გენერალური მდივანი – კომისიის წევრი;
შ. გლოველი – საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
ა. იანვარაშვილი – დეპარტამენტის სამგზავრო გადაზიდვებისა და ავტოსადგურების სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
ზ. შავიშვილი – დეპარტამენტის რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;
თ. დარცმელია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტოსატრანსპორტო სამმართველოს უფროსი – კომისიის წევრი;
2) ცენტრალურმა საკონკურსო კომისიამ "მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის წესის" მიხედვით უზრუნველყოს ტერიტორიული საკონკურსო კომისიების მუშაობის კოორდინაცია და საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობა.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები