დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანება №78 ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების მიწოდების კონტროლის, აღრიცხვიანობის მოწესრიგების და საგადასახადო შემოსავლების სრულყოფის ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად შექმნილი ჯგუფების გაერთიანებისა და მათი მუშაობის შემდგომი ოპტიმიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 05/06/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000360.01(2).004.000243 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/06/2000 - 27/06/2002)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.012.004.243
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №78
2000 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების მიწოდების კონტროლის, აღრიცხვიანობის მოწესრიგების და საგადასახადო შემოსავლების სრულყოფის ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად შექმნილი ჯგუფების გაერთიანებისა და მათი მუშაობის შემდგომი ოპტიმიზაციის შესახებ
„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებული საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ერთობლივ ღონისძიებათა კომპლექსური გეგმის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000 წლის 22 თებერვლის №36 ბრძანების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით ნავთობის დისტილატების მიწოდებაზე სახელმწიფო კონტროლის, აღრიცხვიანობის მოწესრიგების და საგადასახდო აღ-რიცხვაში მათი სრულად მოქცევის მიზნით შექმნილი ჯგუფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შექმნილი ნავთობის დისტილატების კოორდინაციის, კონტროლისა და ანალიზის ოპერატიული ცენტრის, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში შექმნილი კოორდინაციის კონტროლისა და ანალიზის ოპერატიული ჯგუფის ბაზაზე საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” შესაბამისად, სამინისტროს შემადგენლობაში მსგავსი ფუნქციების სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნამდე კომისიის სტატუსით შეიქმნას “ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების აღრიცხვისა და დაბეგვრის კოორდინაციის, კონტროლისა და ანალიზის ოპერატიული მართვის დროებითი კომისია” (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
– ანდრო კოტეტიშვილი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის, ურჩ გადამხდელთა დაბეგვრის კონტროლის მეთოდებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი;
– ირაკლი მღებრიშვილი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მოკვლევის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
– დავით ბუღაძე – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარ-ტამენტის საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრის კონტროლის მეთოდებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
– ნუგზარ ცაგურია – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის აქციზური საქონლის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;
– იასე ზაუტაშვილი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი;
2. დამტკიცდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნავთობის დისტილატების აღრიცხვისა და დაბეგვრის კოორდინაციის, კონტროლისა და ანალიზის ოპერა-ტიული მართვის კომისიის დებულება (დანართი №1).
3. დაევალოს საქართველოს შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს უზრუნველყოს მონიტორინგის მობილური ჯგუფების კომისიისადმი ოპერატიული დაქვემდებარების უზრუნველყოფა.
4. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ქალაქებისა და რაიონების საგა-დასახადო ინსპექციებში შექმნილი ნავთობის დისტილატების მიწოდებაზე კონტროლისა და აღრიცხვის მობილური ჯგუფები დაექვემდებარონ კომისიას.
5. დაევალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს (მ. ჩიკვილაძე) გაატაროს ღონისძიებები კომისიის წევრთა და ნავთობპროდუქტების მონიტორინგის მობილური ჯგუფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.
დანართი: 2 ფურცელი
მ. მაჭავარიანი
დანართი №1
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების აღრიცხვისა და დაბეგვრის კოორდინაციის, კონტროლისა და ანალიზის ოპერატიული მართვის დროებითი კომისიის
დებულება
1. ზოგადი დებულება
– ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნავთობის დისტილატების აღრიცხვისა და დაბეგვრის კოორდინაციის, კონტროლისა და ანალიზის ოპერატიული მართვის დროებითი კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შემადგენლობაში საქართველოს 1997 წ. 15 აპრილის კანონის “აღმასრულებელი ხელისუფ-ლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” მე-14 მუხლის საფუძველზე შექმნილ კომისიას.
– კომისია თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საგადასახადო საქმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებებით, არსებული კანონმდებლობით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დროებითი დებულებითა და წინამდებარე დებულებით.
2. ამოცანები
კომისიის ამოცანებს წარმოადგენს:
– საქართველოს ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკის რეალიზაცია;
– საქართველოს კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა ქვეყნის სივრცეში ნავთობპროდუქტების და-ბეგვრისას.
– ნავთობპროდუქტების მონიტორინგის ჯგუფების მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი.
3. ფუნქციები
კომისიის ფუნქციებია:
– ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ნავთობპროდუქტების მონიტორინგის ჯგუფების საქმიანობას;
– ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს იბარებს მონიტორინგის ჯგუფებისაგან;
– განაზოგადებს მონიტორინგის ჯგუფის პრაქტიკას და ახდენს მის ანალიზს;
– მონიტორინგის ჯგუფების მიერ ჩატარებული ღონისძიებების საფუძველზე ადგენს სტატისტიკურ მონაცემებს;
– შეიმუშავებს წინადადებებს ნავთობპროდუქტების მონიტორინგის ჯგუფების საქმიანობის შემდგომი სრულყოფის, ეფექტური ღონისძიებების შესახებ და წარუდგენს მათ საგადასახადო შემოსავლების მინისტრს;
– მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა შესახებ ანგარიშს წარუდგენს საგადასახადო შემოსავლების მინისტრს.
4. სტრუქტურა და მართვა
– კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის ხელმძღვანელი და წევრები;
– კომისიის ხელმძღვანელსა და წევრებს ნიშნავს მინისტრი;
– კომისიის ხელმძღვანელი ამტკიცებს მონიტორინგის ჯგუფებისა და კომისიის სამუშაო გეგმებს და საჭიროების შემთხვევაში, ათანხმებს მათ მინისტრთან;
– ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები