საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 05/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.033.010052
  • Word
167
02/03/2007
სსმ, 29, 05/03/2007
010320010.22.033.010052
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.052

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №167

2007 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე

 მუხლი 1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულება“.

2. ძალადაკრგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანება.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის   5 მარტს.

ა. ალექსიშვილი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო (შემდგომში – საბაჟო) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე.

2. საბაჟო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

3. საბაჟოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე სხვა ბეჭდები და დამღები საბაჟო კონტროლისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში.

4. საბაჟო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 2. საბაჟოს ამოცანები

საბაჟოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა;

გ) საბაჟო გადასახდელების, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციების ფარგლებში სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში მათი დროული და სრული აკუმულირება;

დ) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა და სათანადო რეაგირება.

    მუხლი 3. საბაჟოს ძირითადი ფუნქციები

საბაჟოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო პოლიტიკის ამოცანების პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების რეალიზაცია;

გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო რეჟიმის რეგულირება;

დ) საბაჟო სფეროში არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაანალიზება, შემოსავლების სამსახურში საბაჟო საქმის მართვის სრულყოფის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ე) ცალკეული საბაჟო რეჟიმების შესაბამისად საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშვების ოპერაციები და საბაჟო კონტროლი;

ვ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლთან ერთად ვეტერინარიული და ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდევინება;

ზ) დადგენილი წესის შესაბამისად საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას გაჩერების ადგილისა და დგომის ხანგრძლივობის განსაზღვრა, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციის დროს დროის გათვალისწინებით;

თ) საბაჟო გადასახდელებისა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადების და მოსაკრებლების დარიცხვა, ამოღება და მათი ბიუჯეტში გადარიცხვა, დადგენილი წესით შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

ი) საბაჟო კანონმდებლობით შექმნილი საწყობების და სხვა ობიექტების (სადაც იმყოფება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი) საბაჟო კონტროლი;

კ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული კულტურული ფასეულობების (მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური საგნების და ა.შ.) საბაჟო კონტროლი;

ლ) საქონლის კლასიფიცირება და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში აღნიშნული პოზიციების მიკუთვნება;

მ) სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, კანონით დადგენილი წესით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადება, საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის საქმეში სხვა სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;

ნ) საგარეო ვაჭრობის, საბაჟო სტატისტიკისა და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის ფორმირების მიზნით, პირველადი მონაცემების დამუშავება და შემოსავლების სამსახურში წარდგენა;

ო) საბიუჯეტო შემოსავლების ოპერატიულ და წლიურ პროგნოზულ მონაცემებზე წინადადებების მომზადება და შემოსავლების სამსახურში წარდგენა, მათ შემდგომ დაზუსტებასა და კორექტირებაში მონაწილეობა;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის მომზადება და შემოსავლების სამსახურში წარდგენა; საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი აღწერილობების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა;

რ) საბაჟო სამსახურების ერთიანი ავტომატიზირებული ინფორმაციული სისტემის შექმნისა და სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ს) საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგების განხორციელება, საანგარიშო პერიოდების მიხედვით საბუღალტრო ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშების შემოსავლების სამსახურში წარმოდგენა;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 4. საბაჟოს უფლებები

საბაჟოს (უფლებამოსილ პირს) დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად უფლება აქვს:

ა) განახორციელოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული, საბაჟო ტერიტორიაზე არსებული და ტერიტორიიდან გამავალი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეები;

ბ) მოითხოვოს და უსასყიდლოდ (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია საბაჟოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;

გ) შეიმუშაოს ერთობლივი ღონისძიებები სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;

დ) გადაამოწმოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე საცავები და სხვა ადგილები, სადაც შესაძლებელია მოთავსებული იყოს აღნიშნული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები;

ე) განახორციელოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციები;

ვ) განსაზღვროს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილი და დგომის ხანგრძლივობა, გასცეს ამ სადგომიდან გასვლის ნებართვა;

ზ) საბაჟო დამუშვების ოპერაციების, საბაჟო კონტროლის, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციონალური მოვალეობების აღსრულების მიზნით მოითხოვოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია პირებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, დეკლარანტებისაგან, საწყობების მფლობელებისაგან, საბაჟო ბროკერებისაგან, გადამზიდველებისაგან და სხვა პირებისაგან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აწარმოონ საბაჟო ოპერაციები;

თ) საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების მიზნით აიღოს საქონლის სინჯები და ნიმუშები, ჩაატაროს მათი გამოკვლევა. მისცეს ნებართვა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე სინჯები და ნიმუშები აიღოს საქონლის მფლობელმა ან მათმა წარმომადგენელმა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების წარმომადგენლებმა, მოითხოვოს გამოკვლევის შედეგების გაცნობა;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული, ასევე შეღავათებით შემოტანილი საქონლის ინვენტარიზაცია;

კ) იძულების წესით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალებები, უკან დააბრუნოს საზღვაო და საჰაერო ხომალდები, რომლებიც საბაჟო ტერიტორიიდან გადავიდნენ საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე, გარდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი ხომალდებისა;

ლ) საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობისას მიმართოს სასამართლოს საბაჟო გადასახადების გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების ან საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალებით (განკარგულებით) საბაჟოს კუთვნილი თანხის ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;

მ) საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, აკონტროლოს საბაჟო კონტროლის ზონებში საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა გადაადგილება;

ნ) საბაჟო კონტროლის განხორციელებისას მოიწვიოს სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სპეციალისტები და ექსპერტები;

ო) მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების, სათავსოების და სხვა ადგილების, სადაც არის ან შეიძლება იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, ადგილების, სადაც ხორციელდება საბაჟო ორგანოების კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, აგრეთვე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება;

პ) საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით შევიდეს ნებისმიერ საცავში, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, ან სადაც შეიძლება მოთავსებული იყოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთები და სატრანსპორტო საშუალებები თუ საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტები;

ჟ) განახორციელოს საბაჟო საზღვრის გავლით, თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების პერიმეტრის გარდა, ვალუტის, ფასიანი ქაღალდების, სავალუტო ფასეულობათა გადაადგილების კონტროლი;

რ) მოახდინოს პირადი გასინჯვა საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას იმის თაობაზე, რომ საბაჟო საზღვრის გავლით მიმავალ ან საბაჟო კონტროლის ზონაში, ანდა საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია აეროპორტის სატრანზიტო ზონაში მყოფი პირი მალავს და არ აჩენს საქონელს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა თუ შეთანხმებების დარღვევის ობიექტია და რომელთა შესრულებაზე კონტროლი საბაჟო ორგანოებს ევალებათ;

ს) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვოს საკონსულო ვალიზის გახსნა უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლისაგან, საკონსულო ვალიზის გახსნაზე უარის შემთხვევაში დააბრუნოს იგი გამოგზავნის ადგილზე;

ტ) საბაჟო წესების დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, დაადოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი;

უ) ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

    მუხლი 5. საბაჟოს სტრუქტურა და მართვა

1. საბაჟოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. საბაჟოს საჯარო მოსამსახურეებს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნომენკლატურას მიკუთვნებული საჯარო მოსამსახურეების გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. საბაჟოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს საბაჟოს მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანებისა და დაკისრებულ ფუნქციათა შესრულებაზე;

ბ) პასუხისმგებელია საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

გ) იღებს გადაწვეტილებებს საბაჟოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს საბაჟოს სახელით, წარმოადგენს მას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

დ) შემოსავლების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში განიხილავს საბაჟო წესების დარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს;

ზ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები საბაჟო ორგანოების საჯარო მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;

თ) წარადგენს წინადადებებს საბაჟოს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.

4. საბაჟოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს საბაჟოს უფროსის მოადგილე.

5. საბაჟოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტები;

ბ) საბაჟო საგუშაგოები;

გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილება;

დ) ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) იურიდიული განყოფილება;

ვ) ადმინისტრაციული განყოფილება.

ზ) მომსახურების განყოფილება;

თ) ადმინისტრირების განყოფილება.

6. საბაჟო გამშვები პუნქტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;

ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;

გ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ფიტოსანიტარიული და ვეტსანიტარიული კონტროლი;

დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სსსდ-ით შემოტანას დაქვემდებარებულ ტვირთებზე კონტროლი;

ვ) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;

ი) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;

კ) შემოსავლების სამსახურის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით რეგიონალურ საბაჟოზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

7. საბაჟო საგუშაგოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;

ბ) საბაჟო კონტროლი;

გ) ფიტოსანიტარიული და ვეტსანიტარიული კონტროლი;

დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი;

ე) სსსდ-ით შემოტანას დაქვემდებარებულ ტვირთებზე კონტროლი;

ვ) დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და/ან  საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილამდე იმ საქონლის, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, გადაადგილებაზე უშუალო ზედამხედველობის განხორციელება საბაჟო მოხელის თანხლებით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;

ი) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურების განხორციელება, მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით:

ი.ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება (მათ შორის, სააღრიცხვო მოწმობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – სხვა საბაჟო დოკუმენტებით განსაზღვრული ვადებისა და მარშრუტის დაცვის შემოწმება; ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადების დარღვევების შემთხვევაში – სათანადო მტკიცებულებებისა და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემოწმება; საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო წესების დარღვევის, ან/და საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე, შესაბამისი სახდელის აღსრულების მდგომარეობის შემოწმება (მაგ., ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში - გადახდის ქვითარის არსებობის შემოწმება);

ი.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

ი.გ) საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

ი.დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეობების კოორდინაცია;

ი.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

ი.ვ) საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

ი.ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვა, ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირების უზრუნველყოფა;

კ) ვადაგადაცილებული საბაჟო გადასახდელების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით, დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის რეგიონალური საბაჟოს უფლებამოსილი ქვედანაყოფებისადმი გადაცემა;

ლ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით;

მ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებისადმი ან/და რეგიონალური საბაჟოს უფლებამოსილი ქვედანაყოფებისადმი მიწოდება;

ნ) შემოსავლების სამსახურის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით რეგიონალურ საბაჟოზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

8. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელება, მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით:

ა.ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება (მათ შორის, სააღრიცხვო მოწმობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – სხვა საბაჟო დოკუმენტებით განსაზღვრული ვადებისა და მარშრუტის დაცვის შემოწმება; ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადების დარღვევების შემთხვევაში – სათანადო მტკიცებულებებისა და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემოწმება; საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო წესების დარღვევის, ან/და საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე გაკეთებული აღნიშვნების საფუძველზე, შესაბამისი სახდელის აღსრულების მდგომარეობის შემოწმება (მაგ., ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში – გადახდის ქვითრის არსებობის შემოწმება);

ა.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ნომენკლატურის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

ა.გ) საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

ა.დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია;

ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

ა.ვ)საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვა, ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირების უზრუნველყოფა;

ბ) ვადაგადაცილებული საბაჟო გადასახდელების ამოღების უზრუნველყოფის მიზნით, დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის რეგიონალური საბაჟოს უფლებამოსილი ქვედანაყოფებისადმი გადაცემა;

გ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით;

დ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ინფორმაციის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის ან/და რეგიონალური საბაჟოს სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდება;

ე) შემოსავლების სამსახურის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით რეგიონალურ საბაჟოზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

9. ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა ელექტრონული და არაელექტრონული ბაზების ოპერატიული განახლება და სისტემატიზაცია;

ბ) სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლების, ზედმეტად და შეცდომით გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხების, ვადაგადაცილებული დავალიანებების, სანქცია-საურავების, რესტრუქტურიზებულ და უიმედოდ აღიარებულ დავალიანებათა აღრიცხვა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

გ) ქვეყნის ბიუჯეტის სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ამონაგები თანხების აღრიცხვა (მათ შორის სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის დამუშავება), მათ შორის, ცალკეული გადამხდელების და გადასახდელების სახეობების მიხედვით;

დ) გადასახადის გადამხდელის მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციების მიზნით დეპოზიტზე განთავსებული თანხის ხაზინის შესაბამის ანგარიშზე გადატანის უზრუნველყოფა;

ე) სტატისტიკური ინფორმაციის გაცემა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოებში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური ქსელის მომსახურება;

ზ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის დადგენილი წესით და ფორმით ინფორმაციების მიწოდება.

10. იურიდიული განყოფილების ფუნქციებია:

ა) საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოს ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში;

გ) საბაჟოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) ფორმის სამართლებრივი ექსპერტიზა;

დ) მონაცემთა ბაზების წარმოებისა და ოპერატიული განახლების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

11. ადმინისტრაციული განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა;

ბ) კაპიტალური მშენებლობებისა და რემონტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წარდგინებების მომზადება;

დ) საჯარო მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის მომზადება და შემოსავლების სამსახურში წარდგენა;

ე) საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი აღწერილობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) საბაჟოს პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობა;

ზ) ნაერთი ხარჯთაღრიცხვით დამტკიცებულ მოცულობათა ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმისწარმოება;

თ) ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი ხარჯვა, კვარტლისა და წლიური ბალანსის პროექტის შედგენა შემოსავლების სამსახურში წარსადგენად;

ი) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა-გაცემა;

კ) საანგარიშო პერიოდების მიხედვით ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშების შემოსავლების სამსახურში წარდგენა;

ლ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვიანობის წარმოება და მათ სალიკვიდაციოდ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;

მ) შემოსული და გასული კორესპონდენციების აღრიცხვა და დამუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;

ნ) საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია;

ო) თათბირების ოქმების გაფორმება და საოქმო გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობა;

პ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირების, შენახვის, დაცვის უზრუნველყოფა და საქმეთა მომზადება არქივზე გადასაცემად.

12. მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:

ა) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა საბაჟო კანონმდებლობის საკითხებზე, შესაბამისი განცხადებების და მომართვების განხილვა;

ბ) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია;

გ) საბაჟო ოპერაციების განმახორციელებელი პირების საბაჟო დოკუმენტაციის ბლანკებით მომარაგება.

13. ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციებია:

ა) საბაჟო გადასახდელების გადამხდელთა საინფორმაციო ბარათების (მათ შორის, კონკრეტული გადამხდელების და გადასახდელების სახეობებისდა მიხედვით საგადასახადო დავალიანებათა, საბიუჯეტო შემოსულობათა და ზედმეტად გადახდილი თანხების, ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებისათვის გამოყენებული სანქციებისა და საურავების აღრიცხვის) საინფორმაციო ბაზების წარმოება;

ბ) საგადასახადო დავალიანებათა ამოღება;

გ) საბაჟო ორგანოებისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე და დავალიანებათა უიმედოდ აღიარების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების სამმართველოში წინადადებების წარდგენა;

დ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის გასვლითი და კამერალური შემოწმების ჩატარება;

ე) საბაჟო ორგანოების ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სამართალწარმოება, რეგიონალური საბაჟოს მიერ გამოვლენილი და წარმოებული სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვა და საინფორმაციო ბაზის წარმოება;

ვ) საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის საქმეში საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.