დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110/1999 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 04/10/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49(56), 08/10/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000389.01(2).003.000882 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/10/1999 - 03/10/2001)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.884
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №110 /1999
1999 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის კრიტერიუმების დადგენის შესახებ
"საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის მე-4 პუნქტისა და საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების მიზნით,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. უარი ეთქვას საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში გატარებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სააღრიცხვო ბარათში სრულად მოცემული არ არის:
ა.ა) გვარი, სახელი;
ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი და პირადი ნომერი;
ა.გ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);
ა.დ) პროფესია და საქმიანობა;
ა.ე) შესაბამისი თანხმობა;
ა.ვ) პირადი ხელმოწერა და შევსების თარიღი (თვე, რიცხვი);
ა.ზ) მისამართი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, ბინა);
ა.თ) არ არის კანდიდატის ფოტოსურათი;
ბ) ვისაც საქართველოში არ უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და ბოლო 2 წლის განმავლობაში და ვინც არ იმყოფება საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე. აღნიშნული ფაქტი დადასტურდეს შესაბამისად მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე;
გ) კანდიდატის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიაში 1000 კაცზე ნაკლები აღმოჩნდება;
დ) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათში აღნიშნული პარტიულობა არ ემთხვევა პარტიულ სიაში აღნიშნულ ამ კანდიდატის პარტიულობას;
ე) კანდიდატი შეტანილია პარტიულ სიაში, მაგრამ არ არის მისი სააღრიცხვო ბარათი;
ვ) ერთი პარტიული სიით წარდგენილი ორი ან მეტი კანდიდატი კენჭს იყრის ერთ საარჩევნო ოლქში;
ზ) არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის (ბლოკის) წევრი მისი თანხმობით შეტანილია არჩევნებში მონაწილე მეორე პარტიის (ბლოკი) პარტიულ სიაში;
თ) კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მითითებული არ არის მხარდაჭერის მისამართი სრულად (იმ შემთხვევაში, თუ მისამართი მითითებულია სრულად და შემდეგ გამეორების შემთხვევაში იგი აღნიშნულია ბრჭყალებით ან ტირეთი ან სხვა გზით, სია ჩაითვალოს სწორად შევსებულად);
ი) კანდიდატს აქვს თანამდებობრივი შეუთავსებლობა.
2. კანდიდატს, რომელიც წარდგენილია პარტიის (ბლოკის) მიერ ოლქში, თანხმობა ამ ოლქში კენჭისყრაზე დაფიქსირებული აქვს სააღრიცხვო ბარათში და ეს წარდგენა არ არის აღნიშნული პარტიულ სიაში, უქმდება მხოლოდ მაჟორიტარული რეგისტრაცია და იგი რჩება პარტიულ სიაში.
3. თუ პარტიულ სიაში ერთი კანდიდატი მეორდება, რჩება მხოლოდ ერთხელ, რომელიც უფრო წინ არის.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები