"უძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
"უძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 22/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 30/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 450190000.11.107.005977
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/195
22/07/2003
სსმ, 77, 30/07/2003
450190000.11.107.005977
"უძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (30/07/2003 - 15/12/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.11.107.005.977

ხაქართველოს კულტურის მიისტრის

ბრძანება №3/195

2003 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

"უძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

უძრავი ძეგლების აღრიცხვის რეგულირებისა და მათი დაცვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად:

1. დამტკიცდეს “უძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმის, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესების შესახებ” თანდართული დებულება.

2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეს ზ.ოიკაშვილს.

ს. გოგიბერიძე

დებულება

უძრავი ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმების, მათი შევსების, დამტკიცებისა და გამოყენების წესების შესახებ

1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს უძრავი ძეგლის სახელმწიფო აღრიცხვის წესს, რომლის გამოყენება სავალდებულოა როგორც ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე უძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე მომუშავე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც პირად საკუთრებაში აქვთ უძრავი ძეგლები, მოვალენი არიან ხელი შეუწყონ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ორგანოებს ძეგლებზე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში.

3. უძრავი ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციას შეადგენს:

 ა) უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია;

 ბ) უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათი (დანართი 1) ;

 გ) უძრავი ძეგლის პასპორტი (დანართი 2) ;

 დ) უძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრი. (დანართი 3);

2. ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის სახელმწიფო აღრიცხვა

1. სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება ისტორიისა და კულტურის ყველა უძრავი ძეგლი და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი განუსაზღვრელად კუთვნილებისა.

2. ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლის სახელმწიფო აღრიცხვა ითვალისწინებს ძეგლების აღრიცხვას, ფიქსაციას, შესწავლას, მათი ისტორიული, მეცნიერული, მხატვრული და სხვა კულტურული ფასეულობის გამოვლენას სააღრიცხვო დოკუმენტებისა და სახელმწიფო რეესტრის შედგენას.

3. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სია, რომელიც შედგენილია საქართველოს კულტურის სამინისტროს (საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის) მიერ, წარმოადგენს საფუძველს ზოგიერთი მათგანისათვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტზე, მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანის მომენტიდან, ვრცელდება უძრავი ძეგლის სტტუსი.

 4. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში დარჩენილი ობიექტები, რომლებსაც არ მიენიჭათ ძეგლის სტატუსი, ამოირიცხებიან სიიდან და მათზე აღარ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული წესები.

5. ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლების სახელმწიფო აღრიცხვის დოკუმენტები ინახება საქართველოს კულტურის სამინისტროში (ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტში.

6. ყოველ უძრავ ძეგლზე დგება სააღრიცხვო ბარათი, რომელიც შეიცავს პირველად მნიშვნელოვან ინფორმაციას.

7. ყოველ უძრავ ძეგლზე დგება პასპორტი, რომელიც წარმოადგენს ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს და შეიცავს მონაცემებს ძეგლის ისტორიის და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ, დასაბუთებულ ინფორმაციას ძეგლის მეცნიერულ, მხატვრულ და სხვა კულტურულ ღირებულებებზე, ინფორმაციას არსებული მასალისა და ბიბლიოგრაფიის შესახებ.

8. ძეგლის სააღრიცხვო ბარათი და პასპორტი ექვემდებარება შევსებას და ცვლილებებს, ძეგლებზე მიღებული ახალი მონაცემების შესაბამისად.

ეს მონაცემები ფორმდება დანართის სახით.

9. უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრი წარმოადგენს ისტორიისა და კულტურის უძრავი ძეგლების სახელმწიფო აღრიცხვის ძირითად დოკუმენტს. მასში შეტანილი ობიექტები აღიარებულია ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ძეგლებად.

 10. უძრავი ძეგლებისათვის კატეგორიის მინიჭება (იგულისხმება ადგილობრივი, ეროვნული და განსაკუთრებული მნიშვნელობის უძრავი ძეგლების კატეგორიები) ხდება “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის _ "უძრავი ძეგლისათვის კატეგორიის მინიჭება" _ საფუძველზე.

 11. უძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვა დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში და ხორციელდება "საქართველოს კანონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" მე-17 მუხლის "უძრავი ძეგლის სტატუსის დაკარგვა და სახელმწიფო რეესტრიდან ამორიცხვა", მიხედვით.

3. სააღრიცხვო დოკუმენტის შევსება და დამტკიცება

1. უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებს ავლენს, აღრიცხავს, სიაში შეაქვს და რეგისტრაციას უზრუნველყოფს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი.

2. უძრავი ძეგლის სახელმწიფო რეესტრში შეტანა ხორციელდება საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

3. უძრავ ძეგლთა სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი.

4. სააღრიცხვო დოკუმენტაციის გამოყენება

 1. უძრავ ძეგლების სააღრიცხვო დოკუმენტაცია გამოიყენება:

 ა) ძეგლების შემდგომი გაღრმავებული კვლევისათვის;

 ბ) ძეგლების განადგურების ან დაზიანების აღსაკვეთად;

 გ) რაიონული და ქალაქგეგმარებითი პროექტების დამუშავების დროს;

 დ) ძეგლთა დაცვის საერთაშორისო და სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციის პროცესში;

 ე) ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით;

 ვ) საქართველოს კანონის "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" მოთხოვნების შესასრულებლად.

 ზ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

5. დასკვნითი დებულებები

1. უძრავ ძეგლზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, საკუთრების მიუხედავად და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან დებენ დაცვით ხელშეკრულებას (დანართი 4.).

 2. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული წესები და მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.

 3. დებულებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

4. დებულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.