,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი 01/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110602001, 03/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.21.014.016020
  • Word
13
01/06/2011
ვებგვერდი, 110602001, 03/06/2011
010240060.21.014.016020
,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება 13

2011 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით (ვებპორტალი, 08.04.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჭ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჭ) ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდები – ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი სამი რაუნდი (შემდგომში – დამატებითი რაუნდები), რომელიც იწყება ამ პუნქტის წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძირითადი დროის დასრულებისთანავე და გრძელდება ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის დაწყებამდე. პირველი დამატებითი რაუნდი იწყება ხუთწუთიანი შესვენებით, ხოლო შემდგომი თითოეული დამატებითი რაუნდის დაწყებამდე მიმდინარეობს ორწუთიანი შესვენება. თითოეულ დამატებით რაუნდში პრეტენდენტს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ შეამციროს წინადადების ფასი, რისთვისაც თითოეულ პრეტენდენტს განესაზღვრება ორი წუთი;”.

2. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა ვინაობის ანონიმურობას, აგრეთვე მათ მიერ მითითებული წინადადების ფასისა და ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის დაფარვას. პრეტენდენტის მიერ მითითებული წინადადების ფასი ხელმისაწვდომი ხდება დამატებითი რაუნდების დაწყებიდან.”.

3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი