დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 22/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.007150 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/03/2005 - 05/04/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.150
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №147
2005 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის და ,,მომხმარებლებთან ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის ფორმა დანართის მიხედვით.
2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ყოველთვიური ანგარიში წარადგინოს იმ საგადასახადო ორგანოში, სადაც იგი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აპარატ(ებ)ი რეგისტრირებულია სხვა საგადასახადო ორგანო(ებ)ში, გადასახადის გადამხდელის მიერ ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს როგორც საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოში, ასევე იმ საგადასახადო ორგანო(ებ)ში, სადაც რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ი.
3. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოსათვის დაგვიანებით წარდგენა ან წარუდგენლობა ითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ჩეჩელაშვილი
დანართი
საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი
ყოველთვიური ანგარიში
წარედგინება საგადასახადო ინსპექციას საანგარიშო თვის
მომდევნო თვის 15 რიცხვამდე
ანგარიშგების პერიოდი ----------------------------------------------------------------------------------------------------------
(რიცხვი, თვე)
| გადასახადის გადამხდელის დასახელება, (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა) |
| |
| საიდენტიფიკაციო ნომერი |
| |
| მისამართი: |
| |
| იურიდიული მისამართი: |
| |
| ფაქტობრივი ადგილი, სადაც დგას საკონტროლო-სალარო აპარატი _ _ _ _ _ |
| |
| საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მოდელ(ებ)ი, საქარხნო ნომერი და გამოშვების წელი _ _ _ _ _
|
| |
| ამონაგები თანხა საკონტროლო-სალარო აპარატების მაჯამებლის ჩვენებით (თუ გადამხდელი იყენებს რამდენიმე სსა-ს, ანგარიშში აისახება თითოეულის მაჩვენებელი ცალ-ცალკე) | ||
| საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მოდელ(ებ)ი და საქარხნო ნომერი | საანგარიშო თვის განმავლობაში | |
|
|
| |
გადამხდელის ხელმოწერა ----------------------------------------------------------------------------------
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოსათვის დაგვიანებით წარდგენა ან წარუდგენლობა ითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები