დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3413 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/02/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 04/03/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.001.467 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საგადასახადო ორგანოებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და საგადასახადო ინსპექციები.“;
2. 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგადასახადო ორგანოების შექმნის წესი, სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კოდექსით, „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“;
3. 260-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ ნაწილი:
„41. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ცალკეულ შემთხვევებში განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნას საგადასახადო ინსპექცია, რომლის მოქმედება გავრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“.
4. 264-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული ქვედანაყოფები აწარმოებენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
5. კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს – ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;“.
6. ამოღებულ იქნეს კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 აპრილიდან.
მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
მუხლი 4. ეს კანონი, გარდა მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 თებერვალი.
№3413–რს
დოკუმენტის კომენტარები