საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქ. რუსთავის საოლქო, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ზონალური, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქ. რუსთავის საოლქო, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ზონალური, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 30/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 270090000.11.114.004613
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
36
18/01/2001
სსმ, 9, 30/01/2001
270090000.11.114.004613
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქ. რუსთავის საოლქო, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ზონალური, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/01/2001 - 25/12/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.11.114.004.613

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №36

2001 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქ. რუსთავის საოლქო, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ზონალური, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

2000 წლის 24 მარტის №238-IIს “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” საქართველოს კანონის, 2000 წლის 24 მარტის №240-IIს “საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 5-მაისის №401 განკარგულების ,,საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემური და ფუნქციონალური რეფორმების შესახებ” მე-10 პუნქტის შესაბამისად, ქ. რუსთავის საოლქო, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ზონალური, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქ. რუსთავის საოლქო, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ზონალური, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნეს ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, თანახმად დანართებისა (№1,2,3).

2. საგადასახადო სისტემაში კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებისათვის და გაწეული მუშაობის შედეგების შესაბამისად უფლება მიეცეთ აღნიშნულ სამსახურებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შეთანხმებით თითოეულ თანამშრომელზე გასცენ კვარტალური პრემიები ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის პრემიის ოდენობით.

3. ყოველთვიური და კვარტალური პრემიების თანხების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე  და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შექმნილი ფონდებიდან.

4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქ. რუსთავის საოლქო, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ზონალური, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციებმა თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების გაცემა აწარმოონ საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

5. ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველომ (კ. გედევანიშვილი):

– ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამსახურების საპრემიო ფონდებისთვის საჭირო ოდენობის თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.

– ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს აღნიშნული სამსახურების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და სამეურნეო ხარჯების ხარჯთაღრიცხვების მომზადება და დასამტკიცებლად წარმოდგენა. აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს ყოველთვიური ხარჯებისათვის საჭირო თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე.

– მ/წლის 30 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქ. რუსთავის საოლქო, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ზონალური, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო წინასწარი ხარჯების გაწევა, საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად.

6. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

მ. მაჭავარიანი

 

დანართი 1

ქ. რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური  პრემიების  ოდენობა  თანამდებობათა  მიხედვით

                  

                                                                                                                               (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო თვეში

პრემიის ოდენობა

1

ინსპექციის უფროსი

125

400

2

ინსპექციის უფროსის მოადგილე

112.5

370

3

განყოფილების უფროსი

47

340

4

მთ. სპეციალისტი

41

300

5

მთ. ბუღალტერი

47

340

6

მთ. ინსპექტორი

41

300

7

უფროსი ინსპექტორი

38

270

8

ინსპექტორი

37

250

9

კადრების ინსპექტორი

37

250

10

საქმის მწარმოებელი

21

150

11

მდივან-რეფერენტი

21

130

12

მძღოლი

22

150

13

ოპერატორი

21

150

14

დამლაგებელი

20

100

ს უ ლ

 

 

 

 

დანართი 2

მარნეულის, გარდაბნის და ბოლნისის ზონალური საგადასახადო ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური  პრემიების  ოდენობა თანამდებობათა  მიხედვით

      

                                                                                                                               (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო თვეში

პრემიის ოდენობა

1

ინსპექციის უფროსი

90.7

250

2

ინსპექციის უფროსის მოადგილე

81.6

230

3

განყოფილების უფროსი

39

200

4

მთ. ინსპექტორი

38

180

5

უფროსი ინსპექტორი

36

160

6

ინსპექტორი

35

150

7

ბუღალტერი

17.5

100

8

ოპერატორი

21

100

9

დამლაგებელი

20

60

ს უ ლ

 

 

 

 

დანართი 3

თეთრიწყაროს, წალკის და დმანისის რაიონული საგადასახადო ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების სპეც. ფონდებიდან გასაცემი ყოველთვიური  პრემიების  ოდენობა  თანამდებობათა  მიხედვით

      

                                                                                                                                (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო თვეში

პრემიის ოდენობა

1

ინსპექციის უფროსი

60

200

2

უფროსი ინსპექტორი

37

150

3

ინსპექტორი

34

120

4

ბუღალტერი

17

80

ს უ ლ