დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4707-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110601024, 01/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.05.001.016334 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 365) დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121. პირი, რომელიც თავისუფლდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან
პირს, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი არ აქვს, მაგრამ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტობის პერიოდში ერთხელ მაინც გაიარა სამხედრო სარეზერვო შეკრება 2007−2008 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება, მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 მაისი.
№4707-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები