დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 09/06/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000300.01(2).003.000616 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/06/1999 - 25/05/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.012.003.616
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრის ბრძანება №68
1999 წლის 3 ივნისი
ქ.თბილისი
„ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ” დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს 1996 წლის 26 დეკემბრის კანონის შესაბამისად (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, №1-2 /33-347) 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით
ვბრძანებ:
I. დამტკიცდეს თანდართული ჩამონათვალი „ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ”;
II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მისი შეტანიდან მე-10 დღეს.
III. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში.
ნ. ჩხობაძე
ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი
ა) ფრინველები
| 1. Anser anser | რუხი ბატი |
| 2. Anas penelope | თეთრშუბლა იხვი |
| 3. Anas strepera | რუხი იხვი |
| 4. Anas crecca | ჭიკვარა |
| 5. Anas platyrhynchos | გარეული იხვი |
| 6. Anas acuta | ბოლოსადგისა იხვი |
| 7. Anas querquedula | იხვინჯა |
| 8. Anas clypeata | ფართოცხვირა |
| 9. Phasianus colchicus | ხოხობი |
| 10. Alectoris graeca | კაკაბი |
| 11. Coturnix coturnix | მწყერი |
| 12. Fulica atra | მელოტა |
| 13. Gallinula chloropus | წყლის ქათამი |
| 14. Lymnocryptes minimus | ჩიბუხელა |
| 15. Gallinago gallinago | ჩიბუხა |
| 16. Scolopax rusticola | ტყის ქათამი |
| 17. Columba palumbus | ქედანი |
| 18. Columba livia | გარეული მტრედი |
| 19. Columba oenas | გულიო |
| 20. Streptopelia turtur | ჩვეულებრივი გვრიტი |
ბ) ძუძუმწოვრები
| 1. Myocastor coypus | ნუტრია |
| 2. Lepus europaeus | კურდღელი |
| 3. Martes meles | მაჩვი |
| 4. Martes Martes | ტყის კვერნა |
| 5. Martes foina | ქვის კვერნა |
| 6. Canis lupus | მგელი |
| 7. Canis aureus | ტურა |
| 8. Vulpes vulpes | მელა |
| 9. Nyctereutes procyonoides | ენოტისებური ძაღლი |
| 10. Felis silvestris | ტყის კატა |
| 11. Sus scrofa | გარეული ღორი |
| 12. Capreolus capreolus | შველი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები