დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ივერთბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 480 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110601007, 03/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №480
2011 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
სს „ივერთბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 მაისის №119 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. სს „ივერთბანკი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და დასრულდეს მისი ლიკვიდაციის პროცესი.
2. სს „ივერთბანკი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი რეესტრიდან ამოსაღებად.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები