2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

  • Word
2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 31/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601006, 03/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016004
  • Word
3
31/05/2011
ვებგვერდი, 110601006, 03/06/2011
220090000.11.004.016004
2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №3

2011 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო  ადგენს:

მუხლი  1.         2011 წლის 6 ივნისიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2008 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2011“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერების შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

მუხლი  2.         2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში იმოძრავებს წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.

მუხლი  3.         საქართველოს ტერიტორიაზე 2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.

მუხლი  4.         ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 6 ივნისიდან.

ბანკის საბჭოს თავმჯდომარე                  გ. ქადაგიძე