განჩინება-ს.ს "ქიმბოჭკო"-ს გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება-ს.ს "ქიმბოჭკო"-ს გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-73-09
დოკუმენტის მიმღები რუსთავის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 24/05/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601004, 03/06/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2-73-09
24/05/2011
ვებგვერდი, 110601004, 03/06/2011
განჩინება-ს.ს "ქიმბოჭკო"-ს გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 2011 წელი 24 მაისი                      

 ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლ. ლიპარტელიანმა ერთპიროვნულად განიხილა სს „ქიმბოჭკოს“ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

2011 წლის 16 ივნისს 12:00 საათზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში (გაკოტრების სასამართლოში) მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6 მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. სს „ქიმბოჭკოს“ გაკოტრების საქმეზე ახალი კრედიტორის სს „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მოთხოვნის შემოწმება;

2. სს „ქიმბოჭკოს“ გაკოტრების საქმეზე ახალი კრედიტორების სს „ქიმბოჭკოს“ მუშა-მოსამსახურეების მოთხოვნების შემოწმება;

3. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს;

4. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

5. კრედიტორთა კრების მომზადება და ორგანიზაციულად უზრუნველყოფა, მათ შორის, განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაკოტრების მმართველს ვახტანგ კეკელიძეს;

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სს „ქიმბოჭკოს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის იმ მხარის მიერ, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც უშუალოდ ეხება განჩინება მისი გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში რუსთვის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით.

    მოსამართლე                ლ. ლიპარტელიანი