დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/05/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41(48), 31/08/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(1).003.000567 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/08/1999 - 23/05/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.011.003.567
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №124
1999 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საბანკო სისტემის შემდგომის სრულყოფის, კომერციული ბანკების სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მათი საერთაშორისო საბანკო ნორმებთან მიახლოების მიზნით და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, “საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის” 59-ე მუხლის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 და 21-ე მუხლების, „საქართველოს 1999 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ” საქართველოს პარლამენტის დადგენილების მე-5 მუხლის „ლ” პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად ვბრძანებ:
1. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა ფულად ფორმაში განისაზღვროს 1999 წლის 30 ივნისისათვის არანაკლებ 2 (ორი) მილიონი ლარის და 1999 წლის 31 დეკემბრისათვის არანაკლებ 3 (სამი) მილიონი ლარის ოდენობით.
2. ფულად ფორმაში საწესდებო კაპიტალის ნებისმიერი ცვლილება (როგორც ზრდა, ასევე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მისი შემცირება) განხორციელდეს ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით.
3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაწესებულ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციულ ბანკებს შეუჩერდეთ აქტიური ოპერაციების წარმოება (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო) და დაჯარიმდნენ საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის შესავსები თანხის 0,5%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, არა უმეტეს 30 დღისა.
4. იმ კომერციულ ბანკებს, რომლებიც ამ ბრძანებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ უზრუნველყოფენ საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის შევსებას დადგენილი ოდენობით, 30 დღის გასვლისთანავე დამატებითი გაფრთხილების გარეშე გამოეთხოვოთ საბანკო ლიცენზია.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების სამმართველოს (ლ. ქისტაური).
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები