,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 95/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601003, 02/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016132
  • Word
95/ნ
31/05/2011
ვებგვერდი, 110601003, 02/06/2011
040030000.22.022.016132
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 95/

2011 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების   მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ. 1233)  დამტკიცებულ:

ა) დანართი №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა.ა)  ისანი-სამგორის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხას დაემატოს  შემდეგი შინაარსის  57-ე, 58-ე, 59-ე და მე-60  პუნქტები:

57

№201 საჯარო სკოლა

ჭიჭინაძის №12

დაწ-საბ-საშ

 

58

№72 საჯარო სკოლა

ვახტანგ  გორგასლის №2

დაწ-საბ-საშ

 

59

№144 საჯარო სკოლა

ორთაჭალის ქ. №8

დაწ-საბ-საშ

 

 

 

 

60

სოფ. წინუბნის საჯარო სკოლა

სოფ. წინუბანი

დაწ-საბ-საშ

                                                                                                                                                       “;

ა.ბ)  გლდანი-ნაძალადევის საჯარო სკოლების ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 52-ე პუნქტი:

52

სოფელ გლდანის სკოლა

სოფელი გლდანი

დაწ-საბ-საშ

                                                                                                                                                       “;

ბ) დანართი №7-ით განსაზღვრულ საჯარო სკოლების ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4

46-ე საჯარო სკოლა

ჩუბინიშვილის ქ. №49

დაწ-საბ-საშ

                                                                                                                                                       “;

მუხლი 2.  ამ ბრძანების პირველი მუხლის გათვალისწინებით: 

ა) დიდგორის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 პუნქტები;

ბ) გარდაბნის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი;

გ) მცხეთის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-10 პუნქტი.

მუხლი 3.  ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – №46 საჯარო სკოლის დაფუძნების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის №263 ბრძანება.

მუხლი 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ამ ბრძანების პირველი მუხლის ,,ა.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ,,57-ე” პუნქტის მოქმედება  გავრცელდეს 2011 წლის 24  მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

დ. შაშკინი