დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №42 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პროფესიული მომზადების და გადამზადების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 21/02/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000190.01(2).004.000083 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/02/2000 - 31/07/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.004.083
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №42
2000 წლის თებერვალი
ქ. თბილისი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პროფესიული მომზადების და გადამზადების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ
“განათლების შესახებ”, “დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, საქართველოს კანონების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს “A”, “B”, “C”, “BC” კატეგორიების მძღოლების პროფესიული მომზადებისა და “C”, “D”, “E” კატეგორიის მძღოლების პროფესიული გადამზადების სახალმწიფო სტანდარტები, საგანმანათლებლო დაწასებულებების მატრიელურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნორმატივები, სასწავლო გეგმების კრებული და დებულება “მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების პროფესიული მომზადება-გადამზადების (კვალიფიკაციის ამაღლება შესახებ”.
2. დაევალოს დაწყებითი პროფესიული განათლების დეპარტამენტს (ა. ეჯიბაძე) აღნიშნული დოკუმენტების განათლების სამინისტროს დაქვემდებარების სასწავლო დაწესებულებებამდე ოპერატიული დაყვანა.
3) “სამოქალაქო კოდექსით” ან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონებით რეგისტრირებული სხვა უწყებების დაქვემდებარების ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო საქმიანობაზე მომსახურება განხორციელდეს ქ. თბილისის სამშენებლო ავტომექანიზაციის პროფესიული (საბაზო) სასწავლებლის მეშვეობით სახელშეკრულებო საწყისებზე.
4) კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დაწყებითი პროფესიული განათლების დეპარტამენტს.
ალ. კარტოზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები