წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების” დამტკიცების თაობაზე

  • Word
წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების” დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 07/04/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000300.01(2).003.000520
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
30
02/04/1999
გამოუქვეყნებელი, 0, 07/04/1999
000000300.01(2).003.000520
წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების” დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/04/1999 - 01/05/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                      300.012.003.520

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრის ბრძანება №30

1999 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

“წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების” დამტკიცების თაობაზე

„წიაღის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 17 მაისის კანონის  (პარლა­მენტის უწყებანი, 1996 წ., №16) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით

ვბრძანებ :

I. დამტკიცდეს თანდართული დებულება „წიაღით სარგებლობის ლიცენზი­რე­ბის უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შესახებ”.

II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანი­დან მე-20 დღეს.

III. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბა­მი­სად ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში.

ნ. ჩხობაძე

წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ნორმატიული აქტი, რომელის საფუძველზეც და რომელის შე­სას­რულებლადაც გამოიცა წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყება­თა­შო­რისო ექსპერტთა საბჭოს დებულება

წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (შემდ­გომში – „საბჭო”) დებულება გამოიცა „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძვეელზე.

    მუხლი 2. საბჭოს დებულების რეგულირების საგანი

ეს დებულება არეგულირებს საბჭოს მუშაობის წესს წიაღით სარგებლობის ლიცენ­ზიის გაცემის, გაუქმების ან შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

    მუხლი 3. საბჭოს დებულების მიზნები და ამოცანები

საბჭოს დებულების მიზანია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სწორად და ობი­ექ­ტურად წარმართოს საბჭოს მუშაობა. ხელი შეუწყოს მას შესაბამისი გადაწყვეტი­ლების მიღებაში.

თავი II

უფლებები და ვალდებულებები წიაღით სარგებლობის ლიცენზირების სფეროში

    მუხლი 4. უფლებები

1. საბჭოს უფლება აქვს:

ა) სხდომა დაიწყოს, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სამი მეოთხედი;

ბ) მიიღოს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება;

გ) ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების, შეზღუდვის ან შეჩერების თაობაზე.

2. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) წინასწარ გაეცნოს მასალებს განსახილველი საკითხების ირგვლივ;

ბ) განსახილველ საკითხებზე როგორც სპეციალისტმა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, გამოთქვას აზრი და მიაწოდოს საბჭოს წინადადებები;

გ) აზრის გამოსათქმელად და წინადადებების წამოსაყენებლად თითოეულ საკითხზე ისარგებლოს არა უმეტეს ათწუთიანი რეგლამენტით.

3. საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომლებიც გააჩნია საბჭოს წევრს;

ბ) თავისი უფლებების განხორციელება დაავალოს თავის მოადგილეს.

    მუხლი 5. ვალდებულებები   

1.  საბჭო ვალდებულია:

დღის წესრიგი გამოაცხადოს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე და მასში შეტანილი საკითხების შესახებ უნდა ეცნობოს ყველა წევრს, მოწვეულ სპეციალისტებს.

2.  საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) რეგულაურად დაესწროს საბჭოს სხდომას;

ბ) განსახილველ საკითხებზე გამოთქვას თავისი, როგორც სპეციალისტის, აზრი.

თავი III

ლიცენზირების სისტემა წიაღით სარგებლობის სფეროში

    მუხლი 6.

წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსით ან აუქციონით, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესს განსაზღვრავს დებულება “კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ”.

    მუხლი 7.

წიაღით სარგებლობის ლიცენზირებას ექვემდებარება ყველა ის საქმიანობა, რომელიც მოცემულია „წიაღის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში.

თავი IV

ლიცენზიის გაცემის პროცედურა

    მუხლი 8. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი ორგანო

საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგი­ს­ტ­­რა­ციაში ატარებს, ჩამოართმევს, სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის და გასცემს სამინისტრო.

მუხლი  9.

წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღების მსურველმა სამინისტროს უნდა მიმართოს განაცხადით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მოცე­მულია „წიაღის შესახებ” კანონის მე-17 მუხლში.

    მუხლი 10.  

1. საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისათვის საკითხის მომამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა უნდა წარადგინოს საკითხის ირგვლივ დეტალური მოხსენებითი ბარათი და საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს წია­ღით სარგებლობის ლიცენზიის მიღების პრეტენდენტის განცხადება ლიცენზიის მიღე­ბის თაობაზე.

2. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ორმა მესამედმა. თანადროულად ოქმში უნდა დაფიქსირდეს ნებისმიერი წევრის გადაწყვეტილებაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან განსხვავებული აზრი.

თავი V

კონტროლი ლიცენზიის პირობების შესრულებაზე

მუხლი  11.

ლიცენზიის გაცემის შემდეგ ლიცენზიის პირობების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება „წიაღის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი  12.

საბჭო საკონტროლო და საზედამხედველო უწყებების მიერ წარმოდგენილი მასალე­ბის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების, შეჩერების ან შეზ­ღუდ­ვის თაობაზე.

თავი VI

პასუხისმგებლობა საბჭოს დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის

მუხლი  13.

საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად თუ ფარულად არღვევს ამ დებუ­ლებას, ბათილია.

თავი VII

დასკვნითი დებულებები

მუხლი  14.

ამ დებულების ძალაში შესვლის მომენტიდან ძალას კარგავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული წიაღით სარგებ­ლობის ლიცენზირების უწყებათაშორისი ექსპერტთა საბჭოს დებულება, რომელიც დამტკი­ცებულია მინისტრის 1996 წლის 29 ოქტომბრის №164 ბრძანებით

თავი VIII

ცვლილებები და დამატებები

    მუხლი 15.

საბჭოს დებულებაში ცვლილების ან დამატებების შეტანა შესაძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მინისტრის ბრძანებით.