დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| რეზიდენტურაში მისაღები გამოცდების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 208/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 30/11/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/01/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170010000.11.119.004510 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/11/2000 - 27/12/2002)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.004.510
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №208/ნ
2000 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
რეზიდენტურაში მისაღები გამოცდების წესის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს 1997წ. 10 დეკემბრის №1139 კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
დამტკიცდეს თანდართული წესი რეზიდენტურაში მისაღები გამოცდების შესახებ (დანართი №1).
კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ა. გამყრელიძეს.
ა. ჯორბენაძე
დანართი №1
რეზიდენტურაში მისაღები გამოცდების შესახებ
1. დარგობრივ რეზიდენტურაში მიიღებიან ექიმები, რომლებსაც მიღებული აქვთ ზოგადი პროფილის ექიმის სერტიფიკატი.
2. ახალი სპეციალობის დაუფლების მიზნით ექიმ სპეციალისტებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა დარგობრივი რეზიდენტურის კონკურსში.
3. რეზიდენტურაში ჩარიცხვა და სწავლა ხდება მისაღები გამოცდების საფუძველზე კონკურსის წესით, რომელსაც არეგულირებს მიმღები კომისია.
4. დარგობრივ რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ:
ა) დიპლომის ასლი
ბ) ზოგადი პროფილის ექიმის სერტიფიკატი;
გ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
დ) დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან;
ე) კადრების აღრიცხვის ფურცელი;
ვ) ავტობიოგრაფია;
ზ) ორი ფოტოსურათი.
5. განცხადების მიღება წარმოებს გამოცხადების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.
6. რეზიდენტურაში ჩარიცხვა ხდება ერთიანი სახელმწიფო მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. მისაღები გამოცდები ტესტირებულია და ტარდება სამ ეტაპად:
ა) I ეტაპი – მოიცავს 300 კითხვას ზოგად მედიცინაში, გამოცდები ტარდება სერტიფიცირების მოდელით, როგორც ახალ კურსდამთავრებულთათვის;
ბ) II ეტაპი – წერითი გამოცდა სპეციალობაში;
გ) III ეტაპი – გასაუბრება კომისიის წევრებთან სპეციალობაში.
8. დარგობრივ რეზიდენტურაში მისაღები გამოცდები იწარმოებს კალენდარული წლის დეკემბრის თვეში.
9. რეზიდენტურაში სწავლა იწყება კალენდარული წლის იანვრის თვიდან.
10. რეზიდენტურაში ჩარიცხულ პირთა ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა წარმოადგენს მათი რეზიდენტურიდან გარიცხვის საფუძველს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები