„საქართველოში სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესის” დამტკიცების შესახებ

  • Word
„საქართველოში სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესის” დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 23/11/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 16/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 340120000.11.113.004499
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-258
14/11/2000
სსმ, 108, 23/11/2000
340120000.11.113.004499
„საქართველოში სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესის” დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/11/2000 - 07/08/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.11.003.004.499

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-258

2000 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებისავის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარების შემოტანის წესის” დამტკიცების შესახებ

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ”  (1998 წ.) საქართველოს კანონის თანხმად (მუხლები 9, 10, 11, 12, 28), სამინისტრო, შესაბამისი სამსახურების სარეგისტრაციო ორგანოების მეშვეობით, ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანად გამოყენებისა და უსაფრხო მოხმარების სფეროში, სარეგისტრაციო გამოცდისა და ექსპერტიზის ორგანიზებას, მათ სახლმწიფო რეგისტრაციას.

საქართველოში სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების შემოტანაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს “საქართველოში სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საწირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების, ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესი” დანართი 1).

2. მცენარეთა დაცვის სამსახურმა (ზ. ლიპარტია) უზრუნველყოს ბრძანების სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს კანონის “ნორმატიული აქტების შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად.

3. სარეგისტრაციო ორგანოებმა – მცენარეტა დაცვის სამსახურმა (ზ. ლიპარტია), ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ვ. გვარჯალაძე), აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურმა (ი. ცომაია) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების ორგანიზების დროს იხელმძღვანელონ “საქართველოში სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების, ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესით”.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ნ. მამალაძემ.

დ. კირვალიძე

 

საქართველოში სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის

წ ე ს ი

1. საერთო დებულებანი

1.1. აღნიშნული წესი დამუშავებულ იქნა “პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონის (25.11.98) აღსასრულებლად.

1.2. წესი არეგულირებს იმ გამოსაცდელი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების, ანალიტიკური სტანდარტების საქართველოში შემოტანის პირობებს, რომლებიც უცხოური ფირმების მიერ გადმოცემული არის სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდების ჩასატარებლად.

1.3. გამოსაცდელ ნიმუშებს წარმოადგენს უცხოური ფირმების მიერ უსასყიდლოდ შემოთავაზებული პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებმაც უნდა გაიარონ საქართველოს ტერიტორიაზე სარეგისტრაციო გამოცდები და “მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის კანონის” თანახმად (1994; მუხლი 7.3), თავისუფლდებიან საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისგან.

1.4. გამოსაცდელი ნიმუშების შემოტანის, მიღების, დასაწყობების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარების საერთო მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, რომელიც სარეგისტრაციო ორგანოების – მცენარეთა დაცვის სამსახურის, აგროქიმიისა და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის, ვეტერინარიის დეპარტამენტის მეშვეობით ახორციელებს თავის ფუნქციას.

1.5. გამოსაცდელი ნიმუშები უნდა პასუხობდნენ გარემოსა და ადამიანის უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო მოთხოვნებს.

1.6. საქართველოში ნიმუშების შემოტანის პირობები რეგულირდება საქართველოს კანონებით, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინამდებარე ნორმატიული აქტით.

2. გამოსაცდელი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების, ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის, მიღების და სარეგისტრაციო გამოცდების ადგილებამდე გადაზიდვის თავისებურებანი

2.1. გამოსაცდელი ნიმუშების შემოტანაზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელების მიზნით მცენარეთა დაცვის სამსახურს, აგროქიმიისა და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურსა და ვეტერინარიის დეპარტამენტს ევალებათ შემოიტანონ, მიიღონ, აწარმოონ დოკუმენტაციის გაფორმება და მიიტანონ ნიმუშები გამოცდების ადგილებამდე.

2.2. სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს და სხვა ორგანიზაციებს ეკრძალებათ სარეგისტრაციო ორგანოებთან შეუთანხმებლად, თვითნებურად შემოიტანონ საზღვარგარეთიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები, გადაადგილონ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე, ჩაატარონ სარეგისტრაციო გამოცდები.

2.3. ნიმუშების შემოსატანად ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს სარეგისტრაციო ორგანოების ნებართვის წერილი.

2.4. კონტროლის გაძლიერების მიზნით საქართველოში შემოსატანი ნიმუშების ჩამონათვალი (პესტიციდების და აგროქიმიკატების რაოდენობის მითითებით) აისახება სარეგისტრაციო გამოცდების გეგმაში.

2.5. სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარებისათვის რეგისტრანტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუშების (პარტიის) განსაზღვრული რაოდენობა, მოქმედ ნივთიერებათა ანალიტიკური სტანდარტები და ტექნიკური პროდუქტი.

2.6. ნიმუშების რაოდენობა განისაზღვრება სარეგისტრაციო ორგანოების მიერ, გამოცდების პროგრამის შესაბამისად.

2.7. გამოცდების ადგილებამდე ნიმუშების გადატანა ხორციელდება სარეგისტრაციო ორგანოების მიერ რეგისტრანტის ხარჯზე, დაწესებულ ვადებში.

2.8. გამოსაცდელი ნიმუშების (პარტიის) გადაადგილება-მიღებაზე კონტროლის განსახორციელებლად სარეგისტრაციო ორგანოებს ევალებათ შემოსული ნიმუშების პარტიები შეიტანონ საკუთარი ან დაგირავებული საწყობის ტერიტორიაზე შესაბამისი სანიტარიულ და ეკოლოგიურ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მკაცრი აღრიცხვიანობით და ყოველწლიურად აწარმოონ ინვენტარიზაცია.

2.9. ნიმუშების ტრანსპორტირება იწარმოებს სარეგისტრაციო ორგანოების ავტოტრანსპორტით,  რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს დეზაქტივაციის (პესტიციდებისათვის) და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებით.