დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ" ქალაქ თბილისის მტავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19. 830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13.14.513 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 30/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110531024, 06/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.37.101.016062 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება № 13.14.513
2011 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) 52 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5 2 . ქონების გამოყენებაზე აქტის გამოცემა
1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების 62–64 პუნქტებით გათვალისწინებულ ქონების შემდგომ გამოყენებაზე (გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აქტის გამოცემა:
ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – 100 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 200 ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;
დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ვადაში – 400 ლარი.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული აქტის გამოსაცემად აუცილებელია ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება, ვადის ათვლა დაიწყება ქ. თბილისის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან.”.
ბ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 და 54 მუხლები:
„მუხლი 53. ნაგებობის მონტაჟზე აქტის გამოცემა
1. „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილების 21 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ნაგებობის მონტაჟზე/განთავსებაზე აქტის გამოცემა:
ა) განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში – 100 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – 200 ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;
დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი;
ე) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 500 ლარი.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნაგებობის მონტაჟზე/განთავსებაზე აქტის გამოცემა, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, გათავისუფლებულია მომსახურების საფასურის გადახდისაგან.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განმცხადებელმა თითოეულ ნაგებობაზე უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება.
მუხლი 54. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან/და საზღვრების შეცვლის შესახებ აქტის გამოცემა
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების 71 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების, ფართობის ცვლილების (შემცირების) ან/და საზღვრების შეცვლის შესახებ აქტის გამოცემა:
ა) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – 100 ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში – 200 ლარი;
დ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;
ე) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი.“.
გ) 61 მუხლის მე- 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონში გამარჯვებულის მიერ სააუქციონო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის გამო აუქციონის შედეგების გაუქმებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების შეძენიდან შედეგების გაუქმებამდე გამოყენებული განვადების ორმაგი საფასური.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები