აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ

  • Word
აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ვითიბი ბანკ ჯორჯია"
მიღების თარიღი 31/05/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110531023, 03/06/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
31/05/2011
ვებგვერდი, 110531023, 03/06/2011
აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
ს.ს."ვითიბი ბანკ ჯორჯია"

სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

 

2011 წლის 24 ივნისს 11:00 საათზე სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ იურიდიულ მისამართზე, ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას 14-ში მოწვეულია სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება.

 

დღის წესრიგი:

1. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ დირექტორატის მიერ 2010 წელს გაწეული სამუშაოს თაობაზე   ანგარიშის დამტკიცების შესახებ;

2. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ 2010 წლის წლიური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისა  და სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ გარე აუდიტორის Ernst&Young Audit LLC-ის  2010 წლის ანგარიშის განხილვის შესახებ;

3. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ მიერ 2010 წელს მიღებული მოგების განაწილებისა და დივიდენდების გაცემის  შესახებ;

4. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ 2011 წლის წლიური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად გარე აუდიტორის დამტკიცების შესახებ;

5. სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის გ. ლომიძისათვის ყოველთვიური ანაზღაურების დაწესების  შესახებ.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 505–511; 505–794.

სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2011 წლის 27 მაისი.

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევს აქციონერებს მხარი დაუჭირონ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნს ფასიანი ქაღალდების  რეგისტრატორ სს კავკასრეესტრში“, მისამართი ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ. 22–07–18.

გენერალური დირექტორი ა. კონცელიძე