ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

  • Word
ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 23/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 26/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000200.01(2).004.000480
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
422
23/10/2000
სსმ, 98, 26/10/2000
000000200.01(2).004.000480
ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/10/2000 - 25/12/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.012.004.480

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №422

2000 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 5 მაისის №401 განკარგულების საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემური  და ფუნქციონალური რეფორმირების შესახებ” მე-10 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნა ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, თანახმად დანართისა.

2. კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებისათვის უფლება მიეცეთ თითოეულ თანამშრომელზე გასცენ კვარტალური პრემიები ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის პრემიის ოდენობით.

3. ყოველთვიური და კვარტალური პრემირების თანხების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შექმნილი ფონდებიდან.

4. ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციებმა თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების გაცემა, როგორც წესი, აწარმოონ საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

5. ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველომ (კ. გედევანიშვილი):

– ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე უზრუნველყოს ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა საპრემიო ფონდისათვის საჭირო ოდენობის თანხების გადატანა მათ  სპეციალური სახსრების ანგარიშზე;

– ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო საექსპლუატაციო და სამეურნეო ხარჯების ხარჯთაღრიცხვების მომზადება და დასამტკიცებლად წარმოდგენა. აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს ყოველთვიური ხარჯებისათვის საჭირო თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშზე;

– მ/წლის 31 სექტემბრამდე უზრუნველყოს ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო წინასწარი ხარჯების გაწევა, საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად.

6. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

მ. მაჭავარიანი 

 

 

 

დანართი 1

პრემიები ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციებისათვის  (ლარებში)

                              

თანამდებობის დასახელება

რაოდენობა

პრემია

1

2

3

1. ინსპექციის უფროსი

1

400

2. ინსპექციის უფროსის მოადგილე

2

370

3. განყოფილების უფროსი

6

340

4. მთავრი ბუღალტერი

1

340

5. მთავარი ინსპექტორი

13

300

6. უფროსი ინსპექტორი

21

270

7. ინსპექტორი

34

250

8. ოპერატორი

6

150

9. მძღოლი

2

180

10. საქმისმწარმოებელი

2

150

11. მდივან-რეფერენტი

1

130

12. დამლაგებელი

2

100

ს უ ლ

91

0