საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 06/10/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 25/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000446
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
265
02/10/2000
სსმ, 91, 06/10/2000
000000010.01(2).004.000446
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/10/2000 - 10/12/2002)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.446

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №265

2000 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ.

2. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის თანდართული ფორმა (დანართი №1).

3. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №2).

4. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №3).

5. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №4).

6. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანდართული კოდები, აგრეთვე რაიონებისა და იმ ქალაქების კოდები, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში (დანართი №5).

7. დაევალოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს (მ. კვეკვესქირი) უზრუნველყოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის დამზადება თანდართული ფორმების მიხედვით.

8. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 28 თებერვლის №1 და 1999 წლის 2 სექტემბრის №261 ბრძანებები.

8. ბრძანება ამოქმედდეს 2000 წლის 1 ნოემბრიდან.

ჯ. ხეცურიანი

დებულება

საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ

    მუხლი 1

წინამდებარე დებულება შემუშავებულია „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 და „საქართველოს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის დამტკიცებისა და სამართლებრივი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის შესახებ” 2000 წლის 5 მაისის №174 ბრძანებულებების შესაბამისად და განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების წესს.

    მუხლი 2

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის მიზანია საქართველოში მიღებული ნორმატიული აქტების უწყვეტი, სანდო, ამომწურავი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამართლებრივი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.

    მუხლი 3

სახელმწიფო რეესტრში შეტანას ექვემდებარება საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი.

    მუხლი 4

1. ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტების (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტებისა) სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურები.

3. ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურები ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, აწვდიან იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტს ინფორმაციას მათ მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ და რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარს, რომლიდანაც ერთი 2 დღის ვადაში გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტს.

    მუხლი 5

1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენა სავალდებულოა.

2. აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.

    მუხლი 6

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მონაცემების შეტანა ხორციელდება როგორც სარეესტრო ჩანაწერით, ისე კომპიუტერული წესით.

    მუხლი 7

1. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ვალდებულია უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ნორმატიული აქტის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეესტრში შესატანად ნორმატიული აქტი ოთხ ეგზემპლარად (მათ შორის ერთი დედანი). ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტები (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტებისა) სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარედგინება შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურს.

2. ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ბეჭდვითი მასალების, ისე მაგნიტური მატარებლების ფორმით.

3. სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე „Windows”-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: SPLiteraturuli (ან სხვა ნებისმიერი SP), Litnusx ან Acadnusx ზომა 16.

4. საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიულ აქტს თან უნდა ერთოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ ნორმატიული აქტის პროექტზე გაცემული დადებითი სამართლებრივი დასკვნა, აგრეთვე შესაბამის უწყებასთან (უწყებებთან) შეთანხმების ფურცელი (ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

5. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიულ აქტებს უნდა დაერთოს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის შესაბამისი სამსახურის (ხოლო ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიულ აქტებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს) სამართლებრივი დასკვნა, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმების ფურცელი.

    მუხლი 8

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შედის შემდეგი მონაცემები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;

გ) ნორმატიული აქტის სათაური;

დ) ნორმატიული აქტის სრული ტექსტი, გარდა „საიდუმლო” გრიფის მქონე ნაწილისა;

ე) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი;

ვ) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტი მოქმედებს განსაზღვრული ვადით);

ზ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

თ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი;

ი) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

    მუხლი 9

„საიდუმლო” გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის ძირითად ნაწილში კი აღინიშნება მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, „ე” და „ი” ქვეპუნქტების მონაცემები.

    მუხლი 10

ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს უნდა იყოს აკინძული და ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ბეჭდით დამოწმებული. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იგი ასევე უნდა იყოს დამოწმებული იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის მიერ ბეჭდითა და დეპარტამენტის უფროსის (ხოლო მის არყოფნაში ერთ-ერთი მოადგილის) ხელმოწერით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტი (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტებისა) ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურის ბეჭდითა და სამსახურის უფროსის ხელმოწერით.

    მუხლი 11

1. ნორმატიულ აქტს სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ენიჭება სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

2. ნორმატიული აქტი ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ამ დებულებით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში შეტანას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

    მუხლი 12

1. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000. 000. 000. 00. 000. 000. 000”, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, მომდევნო სამი ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტის შემთხვევაში რაიონს ან იმ ქალაქს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი ნორმატიული აქტის ქრონოლოგიურ ნომერს.

2. ნორმატიული აქტის ცალკეულ სახეობას მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი 01;

ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 02;

გ) საქართველოს ორგანული კანონი 03;

დ) საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი 04;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 05;

ვ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება 06;

ზ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება 07;

თ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 08;

ი) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება 09;

კ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 10;

ლ) საქართველოს მინისტრის ბრძანება 11;

მ) აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება 12;

ნ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 13;

ო) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება – 14;

პ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება – 15;

ჟ) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება – 16;

რ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება – 17;

ს) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება – 18;

ტ) ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია – 19;

უ) ავტონომიური რესპუბლიკის კანონი – 20;

ფ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება – 21;

ქ) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება – 22;

ღ) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება – 23;

ყ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება – 24;

შ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება – 25;

ჩ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) აღმასრულებელი ორგანოს დადგენილება – 26;

ც) საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება – 27;

ძ) საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება – 28;

წ) საქართველოს სახელმწიფო საბჭოს დადგენილება – 29.

    მუხლი 13

საქართველოს ნორმატიულ აქტს, რომელიც შეტანილ იქნა სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, ნორმატიული აქტის მარჯვენა ზედა კუთხეში დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.

    მუხლი 14

ნორმატიულ აქტზე, რომელიც ქვეყნდება სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შემდეგ, აღნიშნული უნდა იქნეს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

    მუხლი 15

წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

 

 

დანართი 1

საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ფორმა

ნორმა-ტიული აქტის სახე

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდე-ბობის პირის) სახელწოდება

ნორმა-ტიული აქტის სათაური

ნორმა-ტიული აქტის სარეგის-ტრაციო ნომერი, მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი

გამოქვე-ყნების წყარო და თარიღი

ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განუსაზ-ღვრელი ვადით არ არის მიღებული)

ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, ძალადაკარგულად გამოცხადება (ნორმატიული აქტის სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი, სარეგისტრაციო კოდი და თარიღი)

სარეგის-ტრაციო კოდი და რეგის-ტრაციის თარიღი

შენიშვნა

2სმ

3სმ

5სმ

10სმ

5სმ

4სმ

3სმ

15სმ

 

10სმ

3სმ

60სმ.

 

დანართი 2

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის ფორმა

საერთა-შორისო ხელშეკ-რულების სახე

საერთაშო-რისო ხელშეკ-რულების სათაური

საერთაშო-რისო ხელ-შეკრულე-ბის ხელმო-წერის თა-რიღი და ადგილი

ინფორ-მაცია შიდა სახელმწი-ფოებრივი პროცედუ-რების გან-ხორციე-ლების შესახებ

 

საქართვე-ლოსათვის საერთა-შორისო ხელშეკ-რულების ძალაში შესვლის თარიღი

გამოქვეყ-ნების წყარო და თარიღი

საგარეო საქმეთა სამინის-ტროს მიერ მინიჭე-ბული სარეგის-ტრაციო ნომერი

საერთა-შორისო ხელშეკრუ-ლებაში შეტანილი ცვლილე-ბები და დამატე-ბები

საერთაშო-რისო ხელშეკრუ-ლების მოქმედე-ბის შეწყვეტა ან შეჩერება

სარეგის-ტრაციო კოდი და რეგისტრა-ციის თარიღი

შენიშვ-ნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების ნაწილის ფორმა

ნორმა-ტიული აქტის სახე

ნორმა-ტიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამ-დებობის პირის) სახელწო-დება

ნორმა-ტიული აქტის სათაური

ნორმა-ტიული აქტის სარეგის-ტრაციო ნომერი, მიღების (გამოცე-მის) თა-რიღი და ადგილი

გამოქ-ვეყნების წყარო და თარიღი

ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განუსაზ-ღვრელი ვადით არ არის მიღე-ბული)

ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, ძალადაკარგულად გამოცხადება (ნორმატიული აქტის სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი, სარეგისტრაციო კოდი და თარიღი)

სარეგის-ტრაციო კოდი და რეგისტ-რაციის თარიღი

ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახური, რომელმაც მოახდინა ნორმატიული აქტის რეგისტრაცია

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა

 

ნორმა-ტიული აქტის სახე

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება

ნორმა-ტიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური

ნორმატიული აქტის სარეგის-ტრაციო ნომერი, მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი

ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განუსაზ-ღვრელი ვადით არ არის მიღებული)

ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, ძალადაკარგულად გამოცხადება (ნორმატიული აქტის სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი, სარეგისტრაციო კოდი და თარიღი)

სარეგისტრა-ციო კოდი და რეგისტრა-ციის თარიღი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №5

 

ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოების (თანამდებობის პირების) კოდები, აგრეთვე რაიონებისა და იმ ქალაქების კოდები, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში

 

1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:

 

საქართველოს პარლამენტი – 001

საქართველოს პრეზიდენტი – 002

საქართველოს მინისტრთა კაბინეტი – 003

საქართველოს სახელმწიფო მეთაური – 004

საქართველოს სახელმწიფო საბჭო – 005

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – 006

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია – 007

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – 008

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო – 009

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე – 010

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 011

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 012

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია – 013

საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია – 014

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო – 015

აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტი – 016

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო –017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი –018

საქართველოს განათლების მინისტრი – 101

საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი – 102

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – 103

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი – 104

საქართველოს თავდაცვის მინისტრი – 105

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – 106

საქართველოს კულტურის მინისტრი – 107

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – 108

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – 109

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი – 110

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი – 111

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი – 112

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი – 113

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი – 114

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი – 115

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი –116

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – 117

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – 118

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – 119

აფხაზეთის მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი – 120

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი – 121

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 201

საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 202

საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 203

საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 204

საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 205

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 206

საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 207

საქართველოს მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 208

საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 209

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 210

საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 211

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 212

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 213

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 214

საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 215

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 216

საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 217

საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე – 218

საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე – 219

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი – 220

საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი – 221

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – 222

 

2. რაიონებისა და იმ ქალაქების ციფრობრივი კოდები, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში:

აბაშის რ-ნი – 301

 ადიგენის რ-ნი – 302

ამბროლაურის რ-ნი – 303

ასპინძის რ-ნი – 304

ახალგორის რ-ნი – 305

ახალქალაქის რ-ნი – 306

ახალციხის რ-ნი – 307

ახმეტის რ-ნი – 308

ქ. ბათუმი – 309

ბაღდათის რ-ნი – 310

ბოლნისის რ-ნი – 311

ბორჯომის რ-ნი – 312

გაგრის რ-ნი – 313

გალის რ-ნი – 314

გარდაბნის რ-ნი – 315

გორის რ-ნი – 316

გუდაუთის რ-ნი – 317

გურჯაანის რ-ნი – 318

დედოფლის წყაროს რ-ნი – 319

დმანისის რ-ნი – 320

დუშეთის რ-ნი – 321

ვანის რ-ნი – 322

ზესტაფონის რ-ნი – 323

ზუგდიდის რ-ნი – 324

ქ. თბილისი – 325

თეთრი წყაროს რ-ნი – 326

თელავის რ-ნი – 327

თერჯოლის რ-ნი – 328

თიანეთის რ-ნი – 329

კასპის რ-ნი – 330

ლაგოდეხის რ-ნი – 331

ლანჩხუთის რ-ნი – 332

ლენტეხის რ-ნი –333

მარნეულის რ-ნი – 334

მარტვილის რ-ნი – 335

მესტიის რ-ნი – 336

მცხეთის რ-ნი – 337

ნინოწმინდის რ-ნი – 338

ოზურგეთის რ-ნი – 339

ონის რ-ნი – 340

ოჩამჩირის რ-ნი – 341

ქ. რუსთავი – 342

საგარეჯოს რ-ნი – 343

სამტრედიის რ-ნი – 344

საჩხერის რ-ნი – 345

სენაკის რ-ნი – 346

სიღნაღის რ-ნი – 347

ქ. სოხუმი – 348

 ტყვარჩელის რ-ნი – 349

ტყიბულის რ-ნი – 350

ქ. ფოთი – 351

ქარელის რ-ნი – 352

ქობულეთის რ-ნი – 353

ქ. ქუთაისი – 354

ყაზბეგის რ-ნი – 355

ყვარლის რ-ნი – 356

შუახევის რ-ნი – 357

ჩოხატაურის რ-ნი – 358

ჩხოროწყუს რ-ნი – 359

ცაგერის რ-ნი – 360

ცხინვალის რ-ნი – 361

წალენჯიხის რ-ნი – 362

წალკის რ-ნი – 363

წყალტუბოს რ-ნი – 364

ჭიათურის რ-ნი – 365

ხარაგაულის რ-ნი – 366

ხაშურის რ-ნი – 367

ხელვაჩაურის რ-ნი – 368

ხობის რ-ნი – 369

ხონის რ-ნი – 370

ხულოს რ-ნი – 371

ჯავის რ-ნი – 372